"ბედიას ფენომენი" - კაცი, რომელიც ხელის შეხებით ნათურებს ანთებს
14-06-2017
"ბედიას ფენომენი" - კაცი, რომელიც ხელის შეხებით ნათურებს ანთებს
"კომისიამ მოამზადა­ წერილი გინესის რეკორდების წიგნის რედაქციაში გასაგზავნად"

კაცი-ნათურა -მისი შინაგანი ენერგია 320 მიკრობიოვოლტით­ იზომება, ბიოველი კი - 8-ჯერ აღემატება დღემდე დაფიქსირებულს

ეს სასწაული საკუთარი­ თვალით ვიხილე - ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ლედ-ნათურა უმარტივესი­ მოძრაობით აანთო - ცალი ხელი­ მუცელზე მიიდო, მეორე ხელი კი გადაატარა. ჩემდა გასაოცრად, დღის განათება გაკაშკაშდა. რაღა დაგიმალოთ და, ვცადე, მეც იგივე­ გამემეორებინა, მაგრამ უშედეგოდ!

მის ფენომენს დასაბამი ოჯახური ტრაგედიიდან დაედო

როგორც ცნობილია, ადამიანის ბიოველი 20-დან 40-მდე
მიკრობიოვოლტია,
ზურაბ ბედიას შინაგანი ენერგია კი 320-ით­ იზომება. ზურაბი 69 წლისაა. სამეგრელოში, დიდ ოჯახში იზრდებოდა... მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთში ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე­მ სახლთან ჩამომავალი ღელე დატბორა, ვარდნა­ შეუცვალა­ ნაკადს და 12-ვოლტიანი დენის წყარო მიიღო. იმ დღიდან შინ ელექტროენერგია­ ჰქონდათ.

მერე რადიოგადამცემი სხვადასხვა გადაყრილი ნაწილით
ააწყო... ზურაბის ფენომენს დასაბამი ოჯახური ტრაგე­დიიდან დაედო - მისი ძმა 1999 წელს ელექტროენერგიამ იმსხვერპლა... ამ ამბავმა­ ზურაბი საწოლს მიაჯაჭვა კომით და 40 დღის შემდეგ დაუბ­რუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მის ზებუნებრივ შესაძლებლობებს გარდაცვლილ ძმას უკავშირებს - როგორც ამბობს, ძილში გამოცხადებულმა ძმის სულმა სთხოვა,­ შემოსასვლელსა და სასტუმრო ოთახებში­ ჭაღებიდან ნათურები გადაენაცვლებინა. ზურაბმა ეს დავალება შეასრულა...

მას შემდეგ ნათურა მისი შეხებისთანავე ინთებოდა.
დაბ­ნეულმა რაიონ­ის მთავარ ექიმს მიმართა. პაციენტზე კიდევ უფრო გაოგნებულმა­ მედიკოსმა ზურაბი თბილისში გა­მოგზავნა­ და დაიწყო მისი ბიოლოგ­იური ველის შესწავლა. დადგინდა­, რომ ჩვეულებრივ ადამიანთან შ­ედა­რებით, მისი ბიოველი 8-ჯერ აღემატება ამ დრომდე დაფიქსირებულს.

"ყველაზე დიდი ნათება ღამის ოთხ საათზეა"

ზურაბ ბედია: - მსოფლიო საზოგადოებრიობის გამოხმაურება მასშტაბურია. ­ამერიკიდან დამიკავშირდა მოკრივე­ მუჰამედ­ ალი, რომელიც პარკინსონით იტანჯებოდა. იმედი ჰქონდა, რომ ჩემი ენერგიით მის განკურნებას შევძლებდი. სამწ­უხაროდ, ვერ მოვასწარი გამგზავრება,­ ის გარდაიცვალა. მიმიწვიეს რუსეთში, ამერიკასა და ესპანეთში,­ მაგრამ არსად წავედი, სხვაგან ცხოვრება არ შემიძლია.

- გჭირდებათ თუ არა განსაკუთრებული­ პირობები თქვენი ნიჭის გამოსაყენებლად?

- ბნელი გარემო მჭირდება. ყველაზე დიდი ნათება ღამის ოთხ საათზეა. გავლენას ახდენს დრო და კლიმატური პირ­ობებიც.
მოღრუბლულ ამინდში შედარებით ძნელად მოდის ენერგია. ენერგია ღამე მაღვიძებს და აუცილებელია ნათურაზე განვიმუხტო. თუ ეს არ გავაკეთე, არტერიული წნევა და თავის ტკივილი მაწუხებს.

- დახმარებიხართ ვინმეს ამ ენერგიით?

- ახლობლის მეუღლეს სიმსივნე ჰქონდა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. უკონტაქტო მასაჟით სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის ადგილას სამი შვიდწუთიანი სეანსი ჩავუტარე და ფეხზე დადგა. შემდეგ შევწყვიტე - რადგან ჩემი ფენომენი­ შეუსწავლელია, შემეშინდა, სხვა ორგანოებისთვის არ მევნო.

"ბედიას ფენომენი"

2002 წლის 19 მარტს საქართველოს საინჟინრო და მეცნიერებათა აკადემიებმა­ ზურაბ ბედიას ფენომენს სპეციალური სემინარი მიუძღვნეს. კომისიამ ცნო ახალი ბიოენერგეტიკული ფენომენი და მოამზადა­ წერილი გინესის რეკორდების წიგნის რედაქციაში გასაგზავნად. ამავე დროს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა ბედიას ფენომენის შემსწავლელი ცენტრი. "ბედიას ხელის შეხებით სხვადასხვა სიმძლავრის (როგორც ვარვარების, ასევე ცივი ნათების) ნათურები ინთება" - ინტერნეტში ამ სათაურით გავრცელდა სენსაციური მასალა, რასაც­ მოჰყვა გამოხმაურებები, მათ შორის ამერიკელი ასტრონავტის, ედგარ მიჩელის, რომელმაც ყველაზე დიდი დრო, 34 წუთი დაჰყო მთვარეზე, ინგლისელი ფენომენის, ური გელერის, რომელიც ხედვისა და გონების ენერგიით ღუნავს მეტალს, ბურთს უცვლის მიმართულებას და ა.შ. სწორედ მან გამოთქვა სურვილი, ჩამოსულიყო და ზურაბ ბედიასთან ერთად ჩაეტარებინა ჩვენება-კვლევა, რაც მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა. ზურაბ ბედიას შემსწავლელი ცენტ­რის მეცნიერებმა მას" "ბედიას ფენომენი" უწოდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მეცნიერებისთვის უცნობია, არსებობს თუ არა სამყაროში მისი ორგანიზმის მსგავსი.

მეცნიერები რევოლუციას აანონსებენ...

"სხვადასხვა ცდით დადგენილია, რომ ზურაბ ბედიას ფენომენი დღევ­ანდელ ფიზიკაში არსებული ოთხი ურთიერთქმედებით არ აიხსნება! უნდა ვეძებოთ მეხუთე­ ურთიერთქმედება (შეიძლება­ იყოს მეექვსეც, თუ დავეყრდნობით ბიბლიაში მოცემულ რვა ურთიერთქმედებას).­ ეს იქნება არა მარტო ბედიას ფენომენის ახსნა­ და მისი საშუალებით ახალი ტექნ­ოლოგიების შექმნა, არამედ გადატ­რიალება მეცნიერებასა და ადამიანის აზროვნებაში, რაც კაცობრიობას ცივილიზაციის ახალ დონეზე გადაიყვანს.

ამისათვის საჭიროა ბედიას ფენომენის შესწავლა, გარდა არსებული ტრადიციული­ მეთოდებისა, ასევე ახალი მეთოდიკითაც. უნდა გაგრძელდეს კვლევები ბედიას ზემოქმედებით ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგ­ომარეობაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, შეიქმნას ხელსაწყო ადამიანის ჯანმრთელობის კორექტირებისთვის. ეს კი გახდება საფუძველი, აღმოჩნდეს ახალი, მეხუთე ურთიერთქმედება",  - 2015 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მსოფლიო მნიშვნელობის ზურაბ ბედიას ფენომენის შემსწავლელმა საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა სამედიცინო-კვლევითი ექსპერიმენტი.

პირველ ეტაპზე ჩაბნელებულ ოთახში ბედიამ ელექტროდენის გამოუყენებლად აანთო­ ლუმინესცენციური (დღის ნათების) და ვარვარების 100-ვატიანი ნათურები. ნათურაზე ხელის მოკიდებით, მოკიდების გარეშეც და ხელის გადატარებით ნათურები ინთებოდა, ხოლო როცა ბატონმა ზურაბმა ნათურები მარჯვენა ფეხის შიშველი ტერფის გარე ზედაპირზე დაიდო, ნათურები უფრო მეტი სიკაშკაშით აინთო. მეორე ეტაპი გვიან ღამით ჩატარდა და ნათურების ნათება უფრო გაძლიერდა. ექსპერიმენტისას გამოყენებულ იქნა ალუმინის ფოლგაც. ბატონ ზურაბს ხელი შეუხვიეს ჯერ ერთმაგი, ხოლო შემდეგ ორმაგი ფოლგით, თუმცა ნათურები ისევ ინთებოდა.

გურამ კუპატაძე, აკადემიკოსი: - "ბედ­იას ფენომენის"გაშიფვრა საფუძვლად დაედება არა მხოლოდ ფიზიკის კანონების ცვლილებას, არამედ ტექნოლოგიურ გამოგონებებს. ბედია უზარმაზარ კოსმოსურ ენერგიას იღებს და ჩვენ ვცდილობთ, ის მოწყობილობაში გადმოვიტანოთ. მის სახელს უკავშირდება ჯერ ესკიზურ მდგომარეობაში არსებული სამედიცინო აპარატურა "ბედია პირველი", სისხლის მიმოქცევის მაკორექტირებელი ხელსაწყო, რომელიც გენადი გედევანიშვილმა შექმნა. მის დასამზადებლად საჭიროა 60.000 აშშ დოლარი, სერიული წარმოებისთვის კი 850.000. იმედია, მთავრობა დაინტერესდება­ და გამოყოფს მატერიალურ სახსრებს.

მსგავსი სამკურნალო აპარატი მსოფლიოში არ არსებობს, ეს იქნება დიდი გარდატეხა ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეში.

P.S. ხომ გაგიგიათ, გაგონილს ნანახი სჯობსო?! არც მე მჯეროდა, სანამ საკუთარი თვალით არ ვიხილე.

თორნიკე ყაჯრიშვილი

temo
15 ივნისი 2017 22:08
ყველა მეგრელი ფენომენია,რა ყველაფერი მეგრელში იჩენს ტავს((((((((
temo
15 ივნისი 2017 22:08
ყველა მეგრელი ფენომენია,რა ყველაფერი მეგრელში იჩენს ტავს((((((((
VAZHA
14 ივნისი 2017 16:11
ცჰემი დზმა და მეგობარი

რედაქტორის რჩევით