რა გახდა გვარამიას გადადგომის მიზეზი? - რას ამბობენ ტელეკომპანიის თანამშრომლები? - კვირის პალიტრა

რა გახდა გვარამიას გადადგომის მიზეზი? - რას ამბობენ ტელეკომპანიის თანამშრომლები?

ინფორმაცია ნიკა გვარამიას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორობიდან წასვლის თაობაზე 8 ივნისის საღამოს გავრცელდა.  "ინტერპრესნიუსის" ცნობით, გვარამიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიაში დაადასტურეს.

საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ არხის რამდენიმე თანამშრომელს ესაუბრა, რომელთა ინფორმაციითაც, გვარამიამ თანამდებობის დატოვების მიზეზად არხზე არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა.

გვარამიამ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო. შეგახსენებთ, მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა "რუსთავი 2" -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმაც დატოვა.

იხილეთ ასევე: "ნიკამ თქვა, რომ თუ რაღაცები ვერ შესრულდა, ის დატოვებდა თანამდებობას" - რას ამბობს უდუმაშვილი მისი და გვარამიას უკრაინულ ვიზიტზე?

იხილეთ ასევე: "ჯდომა და კომპანიის მართვა ჩემს ინტერესში არ არის" - ნაყოფია უარყოფს, მაშ, ვინ შეცვლის ნიკა გვარამიას?!

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია