ნიადაგში გაჟღენთილი სიკვდილი
12-06-2017
ნიადაგში გაჟღენთილი სიკვდილი
"შხამი ნალექებს სასმელ წყალში ჩააქვს. სასმელი წყლის გარდა, პირუტყვი ბალახს ძოვს და მომწამვლელი ნივთიერებები მოსახლეობას რძის პროდუქტით გადაეცემა..."

ოზურგეთის მოსახლეობას სტრონციუმ-90 და ცეზიუმ-133 წამლავს?!


საბჭოთა შეიარაღებული ძალების­ ბაზა შავიზღვისპირეთში - ასე მოიხსენიებდნენ ოზურგეთის სო­ფელ მერიის ბაზას.­ სამხედრო ობიექტი, აეროპორტთან ერთად, 300 ჰექტარზე იყო გადაჭიმული, თავისი მიწისზედა და მიწისქ­ვეშა, საიდუმლო ობიექტებით,­ სადაც ქიმიური ნივთიერებებიც­ ინახებოდა. მოგვ­იანებით გაირკვა, რომ სოფელ ანასე­ულის ქედზე­ განთავსებული­ ინსტიტუტიც, თავისი­ მძლავრი ლაბორატორიე­ბით, საშიშროებას წარმოადგენდა. მოსახლეობა უპატრონოდ მიტო­ვებული ობიექტების ზემოქმედების შედეგს დღემდე იმკის - ეს გრძელვადიან უბედურებად იქცა.
მძიმე დაავადებათა სტატისტიკაც იზრდება.
ჟურნალისტი გოჩა ჭანიშვილი­ დიდი ხანია ამ პრობლემას ებრძვის - ნიადაგის გამო­კვლევას და ქიმიური ნივთიერებების განეიტრალებას ითხოვს...

- სოფელ მერიაში დღესაც ახსოვთ აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული მელანჟისა და სამინის ხსნა­რებიანი ავზები. ექვსი - 80-ტონიანი და ოთხიც 120-ტონიანი გახლდათ. როცა რუსები გავიდნენ, გაჭირვებულმა მოსახლეობამ ავზებიდან სითხე ლამპებში ჩაასხა, რომ ჩაბნ­ელებული სახლები გაენათებინათ. არადა, აზრზეც კი არ იყვნენ, თავს რა აუტეხეს... ამ თემაზე მუშაობა 2003 წლიდან დავიწყე და საკუთარი თვალით მყავს ნანახი მძიმედ დაავადებული ადამიანები თუ პირუტყვი...

განგაში რომ ატყდა, მერე დაადგინეს, რომ ეს სითხე
უჯრედულ დონეზე იწვევდა მემკვიდრეობით ცვლილებებს, ღვიძლისა და სხვა ორგანოების სიმსივნეს, სასუნთქი სისტემის დაავადებებს.

მოგვიანებით, შევარდნაძის ხელისუფ­ლებამ მეტად "ჭკვიანური" საქმე გააკეთა­ - ავზებში მოთავსებული სითხით ადგილ­ობრივად შექმნა სასუქი, რომელიც მოსახლეობას სიმინდის მოსაყვანად დაურიგა. მახსოვს, ლამის მუშტისტოლა ლობიოს მარცვალი მოვიდა. დანარჩენი სითხე, რაც ნიადაგში ჩაიღვარა, არავის გახსენებია... დღეს კი ამ შხამის ზემოქმედებით 2014 წლიდან დღემდე ოზურგეთში აღრიცხულია 1800 ფსიქიკურად და 700 - სიმსივნით დაავადებული ადამიანი. სწორედ ამიტომაც ვითხოვთ ნიადაგის გასუფთავებას. გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და ქიმიური უსაფრთხოების კომისია გვეუბნება, - ვინაიდან ავზები ცარიელია, საფრთხე აღარ არსებობსო, არადა, ჩვილებშიც კი მოიმატა სიმსივნით ავადობამ. ამ ყველაფერს სოფელ ანასეულში შექმნილი ქიმიური დაბინძურების საფრთხეც ემატება.

- რას გულისხმობთ?

- ანასეულის­ სა­მეცნიერო ინსტიტუტს ჰქონდა აპარატურა - ქიმ­იური დასხივების მოწყობილობა, რომლითაც გარემოზე დასხივების შედეგებს იკვლევდნენ. როცა კვლევები შეწყდა, აპარატურა ტიტანის ყუთებში ჩადეს და მიწაში ჩაფლეს. მოსახლეობამ სარკოფაგი ამოთხარა, ტიტანი გადაადნო და სამონადირეო ტყვიებად ჩამოასხა, აპარატურა კი იქვე მიაგდო. შემდეგ ნალექებმა ქიმიური ნივთიერებები მიწაში ჩარეცხა.
ჯორჯიის უნივერსიტეტიდან გამოგზავ­ნილი დასკვნის მიხედვით, დასახლებული ზონის შუაგულში აღმოჩნდა ცეზიუმი, ბრინზიუმი, თუთია და რაც ყველაზე საშინელია - სტრონციუმ-90-ითა და ცეზიუმ-133-ით მოწამლული ნიადაგი.

ამის შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტრომ ანასეულში ქიმიური ლაქებით დაბინძურებული ნიადაგი შემოღობა და პრობლემაც ამოწურეს, ოზურგეთის ხელისუფლებას კი მისწერეს: "გთხოვთ უზრუნველყოთ თქვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორი­აზე განთავსებული რადიოაქტიური ნივთიერებებით­ დაბინძურებული ნიადაგის დროებითი­ შესანახების ფიზიკური დაცვა იმ ვადით, რომელიც საჭიროა ამდაგვარი ნარჩენების საბოლოო განთავსების ადგილის მომზადებამდე".

ამის შემდეგ საშველად კიდევ ერთხელ მივმართე ხელისუფლებას და ოზურგეთშიც ნიადაგის გამოსაკვლევად კომისია ჩამოვიდა. შედეგად კი მხოლოდ სიტყვები დარჩა­ - კარგ საქმეს აკეთებთ, პრობლემას რომ ებრძვით, ასე გააგრძელეთ, ჩვენ კი, თუ დაგვაფინანსეს, საკითხს შევისწავლითო...
გურანდა ავქოფაშვილი, ქიმიკოსი: - ჯორჯიის უნივერსიტეტში ანასეულიდან გამოგზავნილი ნიადაგი მივიღე... მეტად მძიმე დასკვნები დავდეთ. იმ მომწამლავი ნივთიერებებიდან, რომელსაც ეს ნიადაგი შეიცავს, სტრონციუმ-90 და ცეზიუმ-133 სასიკვდილოა. საქართველოში არ არსებობს ისეთი აპარატურა, რომელიც ნიადაგს სრულყოფილად გამოიკვლევს. სოფელ მერიაში არსებული ვითარებაც მძიმეა, მით უფრო დასავლეთ საქართველოსთვის, სადაც გრუნტის წყლები ნიადაგის ზედაპირზეა და შხამი ნალექებს სასმელ წყალში ჩააქვს. ბალახს პირუტყვიც ძოვს და მოსახლეობას რძის პროდუქტით გადაეცემა... დაბინძურებულ ნიადაგს მხოლოდ შემოღობა ვერ უშველის, მას გასუფთავება სჭირდება. ხალხის ამ მდგომარეობაში დატოვება არ შეიძლება!

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რედაქტორის რჩევით