ვერეს ხეობაში გადავარდნილ ავტომობილში მყოფი ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ვერეს ხეობაში გადავარდნილ ავტომობილში მყოფი ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა

13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა. ავტომობილმა მართვა დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ფერდობზე ბუნებივი აირის მილს შეეჯახა, რის შემდეგაც მდინარე ვერეს ხეობაში ჩავარდა.

გადავარდნილ ავტომობილში მყოფი ერთი პირი მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საავადმყოფოში დაადასტურეს.

რაც შეეხება სამ დაშავებულს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"