ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში წვიმა ისევ ჩავიდა - კვირის პალიტრა

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში წვიმა ისევ ჩავიდა

ქუთაისში უკვე მეორე დღეა ძლიერად წვიმს, რამაც პრობლემები საკანონმდებლო ორგანოს შენობაშიც შექმნა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი იუწყება, პარლამენტის ქუთაისში მდებარე შენობაში წყალი ჩავიდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პარლამენტის შენობაში წვიმამ ჩააღწია.

წყალმა განსაკუთრებით საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელი დააზიანა. შეგახსენებთ, ქუთაისში პარლამენტის შენობა წინა ხელისუფლების დროს 2009-2012 წლებში აშენდა და ის სახელმწიფოს 330 მილონზე მეტი დაუჯდა.