როგორია იუმორისტ დავით როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია იუმორისტ დავით როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

დავით როსტომაშვილს თავს ყაჩაღობის მიზნით გუშინ დაესხნენ. თავდამსხმელებიდან ერთი საპატრულო პოლიციამ გუშინვე დააკავა. მეორე კი სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ.

არსებული ინფორმაციით, როსტომაშვილს თავში ბეისბოლის ჯოხი ჩაარტყეს.

იუმორისტი დავით როსტომაშვილი კვლავ ინგოროყვას კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ინფორმაციას კლინიკის თანამშრომლები ოჯახის მოთხოვნიდან გამომდინარე არ ასაჯაროებენ.

"ინტერპრესნიუსი"