ბათუმში, ეშმაკის ბორბლიდან მამაკაცი გადმოვარდა - კვირის პალიტრა

ბათუმში, ეშმაკის ბორბლიდან მამაკაცი გადმოვარდა

უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში, სადაც ეშმაკის ბორბლიდან 67 წლის მამაკაცი გადმოვარდა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სასწრაფო დახმარები ბრიგადას მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

გადმოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"