რუსთავში მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

რუსთავში მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

შემთხვევა დღეს დილით მოხდა, 65 წლის მამაკაცი საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა დ პირველი სართულის მიშენებაზე დაეცა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანა, სადაც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

კლინიკა ”რუსთავში” აცხადებენ, რომ მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო, მოგვიანებით კიდევ დამძიმდა, მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.