აფეთქება ფოთის წისქვილკომბინატში - დაშავებულია 2 ადამიანი - კვირის პალიტრა

აფეთქება ფოთის წისქვილკომბინატში - დაშავებულია 2 ადამიანი

ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქება მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა მიმდებარე ტერიტორიაზე ისმოდა. აფეთქების შედეგად, დაშავებულია 2 თანამშრომელი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ქალაქის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში 35 და 42 წლის მამაკაცები მიიყვანა, რომლებსაც სახისა და ზედა კიდურების არეში დამწვრობა აღენიშნებათ.

"დაშავებულები მოთავსებული არიან მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და უტარდებათ ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა. მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან", - აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"