"ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს" - რას პასუხობენ "ქართუს" პრესსამსახურში ექს-პრემიერის ინსულტზე გავრცელებულ ინფორმაციას - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს" - რას პასუხობენ "ქართუს" პრესსამსახურში ექს-პრემიერის ინსულტზე გავრცელებულ ინფორმაციას

"ქართუს" პრესსამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი უძილაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე სოციალურ ქსელში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს:

"ვინც აქამდე ვერ გაიგო, რომ ნაციონალების ნდობა არ შეიძლება:

ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტურ მდგომარეობაში თავად "ნაციონალური მოძრაობაა", რასაც აშკარად ვეღარც მალავენ", - წერს უძილაური.

დღეს "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ "ფეისბუქით" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა".

"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წუხელ ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა. ამჟამად, ლუქსემბურგიდან ჩამოყვანილი 6 ექიმის ზედამხედველობის ქვეშაა სახლში", - წერდა გვარამია.

გაგრძელება