ბერა: "იმ ხალხმა, ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, არც დედის, არც მამის და არც სამშობლოს სიყვარული იციან" - კვირის პალიტრა

ბერა: "იმ ხალხმა, ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, არც დედის, არც მამის და არც სამშობლოს სიყვარული იციან"

რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ. მითქმა-მოთქმა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც "რუსთავი 2" -ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ მათი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილმა ინსულტი გადაიტანა და მას ლუქსემბურგიდან მოწვეული ექიმები მკურნალობდნენ.

მალევე "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯანმრთელად იყო. "ფეისბუკის" გვერდზევე გამოეხმაურა ამ მითქმა-მოთქმას ექსპრემიერის ვაჟი ბერა ივანიშვილი, რომლის სტატუსსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან... მუდამ თქვენი ბერა

P.S. გილოცავთ მამის დღეს".