აქ უცხოელი მომხმარებლები, ქართ­ვ­ელი გოგონები და ვაჭრობაა - რა ხდება ღამის თბილისში?!
25-06-2017
აქ უცხოელი მომხმარებლები, ქართ­ვ­ელი გოგონები და ვაჭრობაა - რა ხდება ღამის თბილისში?!
არასრულწლოვნები კი წიგნების ნაცვ­ლად შთამბეჭდავ მენიუებს კითხულობენ. გაკვეთილების მაგივრად, პირად თავგადასავლებს ამზადებენ. სახლების ნაცვლად საროსკიპოებში ათევენ ღამეებს.

გვიან ღამით რუსთაველის გამზირს მივუყვებოდი. გზა "ვარდების მოედნის" ქვეშ, მიწისქვეშა გადასასვლელით გავაგ­რძელე. თვალს მოგჭრით აღმოსავლური­ ბარების სიმრავლე,­ ირანული და თურ­ქ­ული­ სარეკლამო აბრები, ქართველი გოგონები და უცხოელი ტურისტები, მოწყალების მაძიებელი ადამიანები, ტაქ­სების ქარავანი... აქ გულწრფელ გრძნ­ობებს ადგილი არ აქვს, აქ ერთი ღამის სიყვარული ჩალის ფასად იყიდება.­ ბაზარია - ქართველები ყიდიან, უცხოელები­ ყიდულობენ. ფასი მხოლოდ
ალკოჰოლს აქვს, სხეული იაფია­ და ჩვენი თანამემამულეები ცდილობენ, ტურისტებს, ანუ მათ ამღამინდელ პარტნიორებს ყველაზე ძვირად ღირებული სასმელი აყიდვინონ.
კონკურენცია დიდია. მოკლეკაბებიან-მყვი­რალა მაკიაჟიანნი და "მრავალსართულიან" ფეხსაცმელებზე შემდგარნი ცდილობენ ბარში დაწესებული ძვირად ღირებული პროდუქციის გასაღებას, ბარის უცხოელი მეპატრონეები მათ გაწეული შრომისათვის ალბათ, დამატებით შემოსავალს ჰპირდებიან...

"პატარა აღმოსავლეთი"


"პატარა აღმოსავლეთში" შესვლამდე, თაბუკაშვილის ქუჩისკენ ჩქარი ნაბიჯების ხმამ მიმახედა. სამი, სავარაუდოდ არასრულწლოვანი­ გოგონა მხიარულად ჩამორბოდა კიბეზე­ - ბარისკენ მიიჩქაროდნენ. უკან გავყევი. ბარების წინ მდგარი პირღიმილიანი აღმოსავლელი მამაკაცები ქართველ გოგონებს ქათინაურებს აყრიდნენ ქართულად, თავიანთი მშობლიური ენის აქცენტით. ალბათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მუშტარი გამოჩნდა... ღამის ცხოვრებაში გაუჩინარებამდე მათი არაბავშვური საუბრიდან კიდევ ერთი დეტალი გავიგონე, - ერთ-ერთის დედას შვილი მეგობართან ჰგონია... არადა, გოგონები იმ ასაკ­ისანი არიან, როცა ამ დროს უნდა ეძინოთ­... დარბაზში­ შევედი. მუსიკის ხმა უფრო ძლიერდებ­ოდა... მოულოდნელად ფერადკანიანი ყმაწვილი მომიახლოვდა და დამტვრეული ქართულით მეუბნება: - თუ მაგარი ღამის გატარება გინდა, "ჰანგ ოვერში" უნდა შემოხვიდე, კარგი მუსიკა და გოგონები. არ ინანებ, წამოდი...

თავი დავუქნიე და გავყევი. კლუბში­ მისვლამდე, კიბის ბოლო საფეხურზე 70 წელს მიღწეული ქალი მოწყალებას ითხოვს. მის მოპირდაპირედ ათიოდე წლის ბიჭუნას სძინავს... გზად ახალგაზრდა­ ქალი გვხვდება, უნუგეშო, გაყინული მზერით, მჭახე ფერის მოკლე კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, გრძელი ყვითელი თმა უფრიალებს.
კლუბში შევდივარ. ფერადი განათება­ მაბრმავებს, მხოლოდ სილუეტებს ვხედავ­.

ბარმენ გოგონას ლუდს ვუკვეთ. თვალი­ თანდათან ეჩვევა და არაბულ მუსიკაზე­ აცეკვებული სილუეტებიც იკვეთება. არა­ბულს ინგლისური, რუსული და ფანდ­ურზე აჟღერებული ქართული მელოდიები ენაცვლება. უცხოელ მუშტრებს შორის რამდენიმე ქართველი ყმაწვილია, ყველა გოგონა - ქართველი. ერთ-ერთს აშკარად ეტყობა, რომ 15-16 წლისაა... ალკოჰოლით გაბრუებული ხან ერთ მამაკაცთან­ მიდის და ხანაც მეორ­ესთან. მერე ისევ მარტო აგრძელებს ცეკვას, კიდევ ორი გოგონა ლუდის ქილ­ებით, აბოლებული სიგარეტებითა და ტანის რხევით მაგიდასთან მოკალათებულ ორ ფერადკანიანს"ეჩალიჩება. ამას­ობაში ის პატარა და გამომწვევად ჩაცმული მიახლოვდება - სიგარეტზე მომიკიდეო. სახელი და ასაკი ვკითხე. სხარტად­ მიპასუხა - მარიამი მქვია და 18-ის ვარო. აშკარად ტყუის... შემცბარმა მალე დამტოვა...

ბარიდან გამოსულს ჩოჩქოლი შემომ­ესმა - ქართველი კუნთმაგარი დაცვის ბიჭები ირანელ ბიჭს ჭკუას ასწავლიდნენ­ - თურმე ბარიდან უფულოდ გაპარვას აპირებდა.
...კიდევ ერთ ბარს ვესტუმრე. პატარა, აშკარად არასრულწლოვანმა გოგონამ გამიარა, გამომწვევი მზერითა და მიხრა-მოხრით. დარბაზის შუაგულში სტრიპტიზის ბოძი მოცეკვავეს ელოდება, მაყურებელი ცოტაა. იქაურობას ვტოვებ და გვერდზე კლუბში ვინაცვლებ. აქ ხალხმრავლობაა და სიძვირე. გაფართოებული თვალებით ყველაზე იაფფასიან სასმ­ელს ვეძებ, ვიპოვე კიდეც - ერთი კათხა­ ლუდი, რომლის საბაზრო ღირებულება­ 4 ლარია. შეკვეთილ ლუდში ლიმონის ჩაგდება ვითხოვე. ამ ყველაფერში 10 ლარი გადავიხადე... ბარის უცხოელი მეპატრონისგან გაწეწილს გუნება პირველივე ყლუპმა უფრო გამიფუჭა. აშკარად კოქტეილის ტკბილი გემო ვიგრძენი... ბარმენის სამუშაო მაგიდას გავხედე - მონარჩენი კოქტეილის ჭიქებიდან იღებდა­ ლიმონის ნაჭრებს და ახალშეკვეთილ ბოკლებში ათავსებდა...

აქაც უცხოელი მომხმარებლები, ქართ­ვ­ელი გოგონები და ვაჭრობაა. ამ ყველაფ­ერს შელამაზებულად ბარს ან კლუბს უწოდებენ. თუმცა, მსგავს დაწესებულებ­ებს­ წარსულშიც და ახლაც საროსკიპოები ჰქვია.

ფიქრმა შორს წამიყვანა, გამიმძაფრდა კითხვა: რა უნდა აქ ამდენ პატარა გოგოს? ბიუჯეტში შემოდის ტურისტების მიერ დახარჯული თანხა, ტურისტებს ხიბლავს მრავალფეროვანი გართობა, გასართობ ადგილებში ჭამა და სექსი წარმატებული ბიზნესის საწინდარია, ადგილობრივებს უნდათ იოლი ფული, თუნდაც მაგრად დახუჭული თვალების ფასად...
სამწუხაროდ, ქართული კანონი ამ "პატარა აღმოსავლეთში" არ ვრცელდება...

არასრულწლოვნები კი წიგნების ნაცვ­ლად შთამბეჭდავ მენიუებს კითხულობენ. გაკვეთილების მაგივრად, პირად თავგადასავლებს ამზადებენ. სახლების ნაცვლად საროსკიპოებში ათევენ ღამეებს.
ხვალინდელი დღე გათენდება... თუმცა­, დაღამდება კიდეც... დაღამდება და კვლავ აივსება "ვარდების მოედნის" ქვეშ ქართველი გოგონებით მთელი სივრცე...

თორნიკე ყაჯრიშვილი
ნანა
26 ივლისი 2017 13:04
ეს იმას ნიშნავს რომ ისედაც გაუნათლებელ ქვეყანას მომავალი თაიბა აგარ ყავს და საგანგაშო არის მომავალი რამდენი ასეთი გოგო მერე პატიოსნის ნიღბით თხოვდება გამოშტერებულ სოფლელზე მაგრამ უარესი ის არის რომ არასრულწლოვნებს ტვინთან ერთად პატრონიც არ ყავთ ნორმალური
გიჟუა
27 ივნისი 2017 15:27
lali, ჩემო სანატრელო, lali. რად მიგირბის მუდამ სხვისკენ თვალი?
krazanas
27 ივნისი 2017 14:26
შენ აშკარად ევროპის არცერთ ქვეყანაში არ ხარ ნამყოფი,ევროპაში ეს სრული წესრიგის დაცვით ხდება,არასრულწლოვანზეც მკაცრი კონტროლია

რედაქტორის რჩევით