რუსთავში მშობიარობისას 28 წლის ქალი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

რუსთავში მშობიარობისას 28 წლის ქალი გარდაიცვალა

რუსთავში მშობიარობის დროს 28 წლის  ქალი გარდაიცვალა. ექიმების თქმით, მშობიარე კლინიკა "რუსთავში" გამთნიისას მიიყვანეს.

ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს, 28 წლის ქალი კი გარდაიცვალა. ახალშობილი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაშია გადაყვანილი.

მაია გველესიანი, ექიმ-რეანიმატოლოგი:

- მშობიარობისას აღინიშნა გართულება, სუნთქვის უკმარისობა. გადავიყვანეთ საოპერაციოში, გაკეთდა საკეისრო კვეთა, შესაბამისად, პატარა გადარჩა, ცოცხალია და კარაგდ იქნება. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მისივე თქმის საავადმყოფოში შეყავნისას მშობიარეს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა არ აღენიშნებოდა.

გარდაცვლილს უტარდება ექსპერტზა, წინასწარი ვარაუდით, ახალგაზრდა ქალს ემბოლია განუვითარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.