"როცა ეკლესიის შიგნიდან გებრძვ­იან, ძალიან რთულია. მომისმენია,­ პატრიარქი დაბ­ერდა, ჯობია გადადგეს, ახალგაზრდებს­ გვაცალოსო..."
30-06-2017
"როცა ეკლესიის შიგნიდან გებრძვ­იან, ძალიან რთულია. მომისმენია,­ პატრიარქი დაბ­ერდა, ჯობია გადადგეს, ახალგაზრდებს­ გვაცალოსო..."
"ჩემთვის უთქვამთ,­ პატრიარქი დაბ­ერდა, ჯობია გადადგეს, ახალგაზრდებს­ გვაცალოსო. მაგრამ ვინ ახალგაზრდებს? ერთხელ პატრიარქს ვუთხარი, ბედნიერება იქნებოდა ყველასთვის, 20 წლით ახალგაზრდა რომ იყოთ-მეთქი, მიპასუხა, 20 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, 20 წლით გამოუცდელი ვიქნებოდიო"

"ჩვენს პატრ­იარქზე ცუდს ვერავინ იტყვის, რადგან მთელ ერს ძალიან უყვარს. ამიტომ ირიბად­ ურტყამენ"


საპატრიარქოს მისამართით ახალი ბრა­ლდებები ისევ ისმის. ამჯერად სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე შანტაჟსა და ძალადობაში დაადანაშაულა რამდენიმე კურსდ­ამთავრებულმა. მათ შორის არიან ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელ-მონაზონი
ანდრია სარია და თეოლოგი ზვიად ცაბაძე. ისინი სასწავლებლის მოძღვარს, დეკანოზ შალვა კეკელიასაც სდებენ ბრალს აღსარების საიდუმლოს გაცემაში. რა მიზანს ემსახურება­ ხმაურიანი განცხადებები და ვინ უტევს მართლმადიდებლობას, ამ საკითხებზე მამა შალვა კეკელიას ვესაუბრეთ:

- ბოლო დროს ხშირად გაისმის ეკლესიის მისამართით ბრალდებები, მეუფე პეტრე და სასულიერო პირები
ამაზე საჯაროდ საუბრობენ.

- დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ ერთ თემას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე. ამით უნდათ არ გაიშა­ლოს "ციანიდის საქმე". "რუსთავი 2"-მა არაერთი­ სიუჟეტი გააკეთა. ითქვა, რომ თითქოს მღვდელი ოჯახში ძალადობს. როცა ამას ისმენს მრევლი, ბუნებრივია, დაბრკოლდება. ვითომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს იცავენ, პარალელურად ეკლესიას ლანძღავენ. მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო, ხომ შეეძლო გაეკეთ­ებინა გადაცემა და ესაუბრა, რატომ გამოიყენა სხვა ტელევიზია? ან მაინცდამაინც "ციანიდის საქმის" დროს რატომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი? რატომ დუმდა აქამდე? რატომ გახდა აქტუალური ამაზე საუბარი მაშინ, როცა პატრიარქი საავადმყოფოში იწვა? მის ჯანმრთელობაზე ხომ იმოქმედე­ბდა, როცა გაიგებდა მისი და ეკლესიის წინააღმდეგ ასეთ რამეს. შენ, სინოდის წევრი, თუ ფიქრობ პატრიარქის ჯანმრთელობაზე, ამაზე ლაპარაკობ? არავის აქვს უფლება, პატრიარქის მდივანზე ისაუბროს. ის პატრიარქის არჩეულია, როცა მასზე ასე ლაპარაკობ, ეს პირდ­აპირ პატრიარქზე დარტყმაა.
ჩვენს პატრ­იარქზე ცუდს ვერავინ იტყვის, რადგან მთელ ერს ძალიან უყვარს. ამიტომ ირიბად­ ურტყამენ.

დარტყმა მოდის სიწმინდეებზე­ - პატრ­იარქმა დააწესა ოჯახის დღე და ოჯახის სიწმინდეს ურტყამენ, ურტყამენ ეკლესიას, რაც თქვენ წმინდა გგონიათ,­ წმინდა არ არისო. ვინც ყველაზე­ ავტორი­ტე­ტულია და ქვეყანა ეთაყვანება, იმას ებრძვიან. ეკლესიის ამხელა ავტორიტეტი თავისით არ მოსულა, ჩვენი პატრიარქის უდიდესი ცრემლით, შრომით, ღამეების თენებითაა მოპოვებული.
დღეს, როცა მთელი ქვეყანა უნდა ვდღეს­ასწაულობდეთ უწმინდესის 40-წლიან პატრიარქობას, ამ წელს დაიწყო ეს...

- უწმინდესი რას ფიქრობს ამ მოვლენებზე?­

- პატრიარქს ვუთხარი, ეშმაკს როგორ შურს თქვენი, რომ ეს 40 წელი ახლა სხვანაირად სურთ წარმოაჩინონ-მეთქი. მან მიპ­ასუხა, ეშმაკს გული უსკდება, ამდენ რამეს როგორ მაპატიებდაო...

40 წლის განმავლობაში ამდენი ტაძარი აღდგა, ადამიანები ეკლესიაში დაბრუნდნენ. რამდენი აპირებდა თავის მოკვლას და არ მოიკლა ეკლესიის გამო, რამდენს შვილი გარდაეცვალა, შეიძლება ჩავარდნილიყო სასოწარკვეთილებაში, მათ ეკლესია დაეხმარა, ამდენი ნარკომანის ცხოვრება შეიცვალა, რამდენი ოჯახი ინგრეოდა და ეკლესიის დახმარებით არ დაინგრა. ამას რომ ხედავს ეშმაკი, გაგიჟებულია. ამდენი სიკეთე რომ გაკეთდა, ამას თავის თავს კი არ აწერს პატრიარქი, ის წმინდა ადამიანია და ამბობს, ღმერთი აკეთებდა ჩემი ხელითო.

პატრიარქი დილის 6 საათზე დგება და­ ლოცულობს. ერთხელ ექიმმა მითხრა, დილით რომ გამ­ოვა, უთხარი, შებრუნდეს, არ შეიძლება 6 საათიდან მღვიძარე იყოს, ძალიან მძიმედ­ ექნება გულიო.
ვუთხარი, უწმინდესო, თუ შეიძლება­ დაისვენეთ-მეთქი, მიპასუხა, როცა შვიდგზის­ ლოცვებზე ლოცვა-კურთხევა გავეცი, ადამიანებმა იციან, რომ მეც მათთან ერთად ვდგავარ ფეხზე და ვლოც­ულობ.
ახლა ამ ლოცვა-კურთხევას ორი ადამიანი­ მაინც ხომ ასრულებს, მათ ჰგონ­იათ, მეც ფეხზე­ ვდგავარ და ვლოცულობ. ლოგინში როგორ ვიწვე, ის ორი ადამიანი როგორ უნდა მოვატყუოო.

- უწმინდესი მეუფე პეტრეს განცხადებებზე­ რას ამბობს?

- როცა ეკლესიის შიგნიდან გებრძვ­იან, ძალიან რთულია. ჩემთვის უთქვამთ,­ პატრიარქი დაბ­ერდა, ჯობია გადადგეს, ახალგაზრდებს­ გვაცალოსო. მაგრამ ვინ ახალგაზრდებს? ერთხელ პატრიარქს ვუთ­ხარი, ბედნიერება იქნებოდა ყველასთვის, 20 წლით ახალგაზრდა რომ იყოთ-მეთქი, მიპასუხა, 20 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, 20 წლით გამოუცდელი ვიქნებოდიო.
პატრიარქი უფრო შორს ხედავს. მას უკან ჰყავს უდიდესი ჯარი სამღვდელოების სახით, ჩვენი ერის, მამულიშვილების სახით.

- მეუფე პეტრე ამბობს, რომ პრობლემებზე საპატრიარქოშიც ლაპარაკობდა.
- თუ პრობლემები არის და გული გტკივა, ახლა რატომ დაიწყე ამაზე ლაპარაკი? თურმე ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი მართავს ეკლესიას... მეუფე იაკობი­ ფინანსური­ განყოფილების თავმჯდომარეა, მეუფე გერასიმეს აბარია საგარეო ურთი­ერთობები, მეუფე იოანე გამრეკელს - განა­თლების სფერო და ა.შ, თუ ყველაფერს ქალბატონი შორ­ენა განაგებს, მაშინ ეს ეპისკოპოსები რას აკეთებენ?

- მეუფე პეტრე ამბობს, რომ მეუფე იაკ­ობი და შორენა ერთი გუნდი არიან.

- 46 ეპარქია გვაქვს, პატრიარქი მხოლოდ მცხეთა-თბილისის ეპარქიას განაგებს.
მეუფე პეტრეს ეპარქიაში შეუძლია ქალბატონ შორენას ჩაერიოს? მაშ, თვითონ რას აკეთებს?! ეპარქიების მართვა ვის ევალება, ეპისკოპოსებს­ თუ შორენას?
პატრიარქთან ადამიანს არ მიესვლებაო, ამას ეპისკოპოსი როგორ ამბობს? საკურთ­ხეველში ქალბატონი შორენა ვერ შედის, იქ ხომ შეგიძლია პატრიარქს დაელაპარაკო.

- მეუფე პეტრესა და შორენა თეთრუაშვილს შორის რა უთანხმოებაა?
- არ ვიცი. შორენა არას­ო­დეს ლაპარაკობს ამ თემაზე. რატომ უნდა იმართლო თავი იმაზე, რაც არ გაგიკეთებია.

- კურსდამთავრებულები თქვენ აღსარების საიდუმლოს გამოყენებაში გდებენ ბრალს.

- აკადემიის წინააღმდეგ დიდი ხანია ბრძოლა დაიწყო. ახლაც ის ხალხი გამ­ოდის, ვინც 2004 წელს გამოდიოდა. იმ დროსაც იკრიბებოდნენ კონკრეტულ პირთან, რომელიც აძლევდა მათ დავალებებს თუ დირექტივებს და ასეა დღესაც.

- ვინ მართავს ამ პროცესს?

- მაშინაც და ახლაც ამ ყველაფრის უკან "რუსთავი 2" დგას. დღეს საცხოვრებ­ლად ჩვენს აკადემიაში 8 ოთახი გვაქვს და 44 კაცია პანსიონში, 7 კაცი ერთ ოთახში ცხოვრობს, სხვანაირად ვერ დავაბინავებდით. ასე იქნება, სანამ ახალ შენობაში გად­ავალთ. იქამდე კი უარს ვერ ვეტყო­დით საცხოვრებელზე და იძულებულები ვართ ერთად ვაცხოვროთ. გამოიყვანეს სტუდენტი და ისე საუბრობდა, თით­ქოს­ მას შესტკივა გული აკადემიაზე და ჩვენ არა. უსუფთავესი მღვდლები არიან იქ ლექტორებად. რომელიმე შემჩნეულია არაწმინდა ცხოვრებაში? მამა გიორგი ზვიადაძეს კი ბევრი იცნობს და აბსურდულია, რასაც მასზე ამბობენ.
მე დამაბრალეს, თითქოს მათგან ინფ­ორმაციას ვითხოვდი. მოიყვანონ ის ადამ­ი­­ანი, ვისი აღსარებაც გავეცი. როგორც მოძღვარი, ვალდებული ვარ, ვიცოდე, ჩემი სტუდენტი როგორი წესით ცხოვრობს. ჩემი დანაშაული ის არის, რომ მათ ვენდობოდი.­ თურმე მალულად წერილს ამზადებდნენ მამა გიორგის წინააღმდეგ, ხელმოწერებს აგროვებდნენ და თან ჩემს სახელს იყენებდნენ... ღვთის არ ეშინიათ? აღსარება რომ მიმეღო და მეკითხა, რა ხდება აკადემიაში, ამაში რა პრობლემას ხედავთ?

- ამ განცხადებებმა მრევლი დააბნია.

- თუნდაც სიმართლეს ამბობდე, ამას თუ მოჰყვება ეკლესიიდან ხალხის გაყვანა, ვის ემსახურება ეს, ეშმაკს თუ ღმერთს?
ამაზე დიდი ბრძოლა გადაუტანია ეკლესიას. კომუნისტური პერიოდი გავიარეთ, მაგრამ ეკლესიას ვერასოდეს მოერევიან.

- თუ ცუდი რამ ხდება შიგნით, ამასთან ბრძოლა ხომ უნდა გამოეცხადებინა მეუფეს?

- "რუსთავი 2"-ის გასარჩევი გახდა ეკლესიის საქმე? ეს ყველაფერი სინოდზე­ ვერ გაირჩეოდა? ადრე არასამთავრობოები ლანძღავდნენ ეკლესიას, ახლა - სასუ­ლიერო­ პირები.­ დედა თამარი, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის მონაზონია, ცილს სწამებს მამა გიორგი ზვიადაძეს, თითქოს ის სტუდენტებს ემუქ­რება, თუ რამე ისეთს იტყვით, დიპლომს ვერ დაიცავთო. ეს სიცრუეა. ზვიად ცაბაძე ამბობს, რომ რწყილები დაესია სემინარიას, საპონი არ ჰქონდათო. უფასოდ ცხოვრობ პანსიონში, ბინის ქირას არ იხდი და საპნის ყიდვაც არ გინდა?
დედა თამარი, მონაზონი, რომელმაც­ აღთქმა დადო და გავიდა­ ამ ქვეყნიდან, ანუ მოკვდა ამ ქვეყნისთვის, 24 საათი შეიძლება ინტერნეტში იჯდეს და ვინც კი რამე დაწერა, ყველას კომენტარი დაუწეროს?
როდისღა ლოცულობენ? ჩვენთან 300 კაცი სწა­ვლობდა, სამადლობელი წერილები­ დაწერეს სტუდენტებმა და ყველას გასცეს პასუხი...
კურთხევის გარეშე არ შეიძლება საუბრ­ობდეს სასულიერო პირი. არც ერთი კომენტარი კურთხევის გარეშე არ გამიკეთებია. დედა თამარი მარტვილის რეზიდენციიდან აკეთებს განცხადებებს და წარმოუდგენელია, ეს მეუფე პეტრემ არ იცოდეს. უფრო მეტს გეტყვით, "პოსტ სკრიპტუმში" უნდა მიმეღო მონაწილეობა და მარტვილის ეპარქიიდან დამირეკეს, მეუფემ შემ­ომითვალა, არ გავიდესო, მერე მამა ანდ­რიამ შემომითვალა, შენს თავს დააბრალე, რაც მოგივა, მღვდლობას დაგატოვებინებთო.

- საპატრიარქომ შეწყვიტა ილია მეორის­ 40-წლიანი პატრიარქობისთვის სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვა. რა იყო ამის მიზეზი?

- პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილ­ება. თუნდაც ფინანსური სიდუხჭირის გამო. ეს იყო ერთი მოტივი და მეორე - ის მოვლენები, რაც ბოლო დროს განვითარდა.

- დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატრიარქი ინფორმაციულ ვაკუუმში იყოო.

- პატრიარქმა ყველაფერი იცის, ისიც იცის, როგორ უყვარს მრევლს და ვიღაცებს როგორ არ უყვართ. კითხულობს ჟურნალ-გაზეთებს, უყურებს ყველა გადაცემას, ლოცულობს, ხალხს ხვდება, სამებაშია, როგორ შეიძლება იზოლირებული იყოს?

- დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებაზე უარი რატომ­ თქვეს?

- საეკლესიო კანონი არსებობს, სანამ განაჩ­ენი არ დადგება, მანამდე არ შეიძლება მისი ზიარება. ჯერ არ არის გარკვეული, არის თუ არა დამნაშავე. როცა ადამიანი სჩადის დანაშაულს და ნანობს, მაშინ ჩვენ მისი ზიარება შეგვიძლია. მაგრამ დეკანოზი გიორგი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ჯერ კი მისი უდანაშაულობა არ არის დადგენილი. რომ აღმოჩნდეს დამნაშავე და ვაზ­იარებთ მოუნანიებელს, ეს ხომ უფრო მეტად დააზიანებს.

- თქვენ რა კითხვა გაქვთ მასთან?

- მთელი არსებით მინდა, რომ მამა გიორგი არ იყოს დამნაშავე, ეს უნდა პატრიარქსაც.

- როგორც მისმა ძმამ თქვა, პატრიარქს­ სჯერა მისი უდანაშაულობის.

- პატრიარქს უყვარს დეკანოზი გიორგი მამალაძე. იმ დაცემულ შვილზე კიდევ უფრო ნერვიულობს, უფრო მეტად უყვარს. პატრიარქმა ყველა დეტალი იცის დეკანოზის საქ­მის, რაც ხალხმა ნახა, ის პატრიარქმაც ნახა...

- ვის უნდა დღეს პატრიარქობა?

- არ ვიცი, ვის უნდა უნდოდეს... ის უნდა იყოს ძალიან მორწმუნე, ღვთის გამ­ოცხადება უნდა ჰქონდეს, ან ძალიან ურწმ­უნო, რომ პატრიარქობა უნდ­ოდეს... მიზანში ამოიღეს ის ადამიანები, ვინც ღირსეულად ემსახურება დედაეკლესიასა და მის უწმინდესობას. ვისაც ღმერთი უყვარს, ყველა იქნ­ება პატრიარქის გვერდით. ღმერთს მისი პატრიარქობა სჭირდება, ვინც მას ებრძვის, ის ღმერთს ებრძვის. ასე ებრძვიან პატრიარქს, რომელსაც მთელი ერი გადარჩენისკენ მივყავართ. სიმბოლური წელიც არის, როგორც მოსემ ატარა უდაბნოში ებრაელები 40 წელი, ასეა ჩვენი პატრიარქის პატრიარქობაც.

თეა ხურცილავა
აკაკი
04 თებერვალი 2018 18:19
კარგი რა კარგი!!! არ გრცხვენიააა??!! მეუფე პეტრესნაირები ბევრი იყავიით იქ!! ოქროს თევზებით და ლიფსიტებით რომ ხართ სავსე პატრიარხატი 2 სართულისა !
დათო
01 ივლისი 2017 14:38
ამდენი სიბინძურე ვეღარ დაიტია საპატრიარქომ და გამოხეთქა გარეთ.ეხლა მიდით და ყველაფერი იეღოველებს და ბოკერიას დააბრალეთ.
ია
01 ივლისი 2017 11:25
არადა რამხელა ტვირთია პატრიარქობა, ჯერ მღვდლობა რამხელა პასუხისმგებლობაა და მერე პატრიარქობა? ილია მეორე არის უსაყვარლესი პატრიარქი, დიდი ამაგი აქ ჩვენზე, მე ის საკუთარი მამასავით მიყვარს და ასეც უნდა იყოს, ჩემი სულიერი მამაა და მთელი საქართველოსი, მიყვარს უდაოდ, რამდენადაც კეთილსინდისიერია ადამიანი იმდენად აცნობიერებს სხვების ღვაწლს, არ შეიძლება უმადურება, ეს არ გვეპატიება არავს, საქართველო გაიხრწნა, სულიერებას აკნინებენ და გუდავენ ჩვენში ჩვენს პიროვნულობას, ქართველობას და ყველაფერს ღვთიურს, აი ღვთიურის მოცილებისკენ მიდის ყველაფერი, ჩამოგვაშორონ ქრისტეს, კერპად არავინ არ უნდა დავისვათ მხოლოდ ღმერთია სათაყვანებელი და ამიტომ მიყვარს ჩვენი პატრიარქი და მამა შალვასაც დიდი პატივს ვცემ ამას რომ ამბობენ, ქრისტეა ეკლესიის თავი, მოუსმინეთ მაინც პატრიარქის ქადაგებებს, მართლა ღვთისმსახური ადამიანი ხართ მამა შალვა:)

რედაქტორის რჩევით