დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში გამართული შეხვედრის აუდიოჩანაწერი საპატრიარქოს საიტიდან წაიშალა - კვირის პალიტრა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში გამართული შეხვედრის აუდიოჩანაწერი საპატრიარქოს საიტიდან წაიშალა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში გამართული შეხვედრის აუდიოჩანაწერი საპატრიარქოს საიტიდან გაურკვეველი მიზეზების გამო წაიშალა, - ინფორმაციას ამის შესახებ თავად საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„ჩვენს მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სრულად ასახავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრას, გაურკვეველი მიზეზების გამო მოულოდნელად დაიბლოკა და უკვე დილიდან იგი საიტზე აღარ არის. ვარკვევთ ამის მიზეზებს, მანამდე კი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იგივე ჩანაწერი იხილონ საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გვერდზე“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახთან შეხვედრის აუდიჩანაწერი 23 ივნისს გამოაქვეყნა.

"ინტერპრესნიუსი"