"არის რაღაცები, რასაც ვერ ვაპატიებ"
26-06-2017
"არის რაღაცები, რასაც ვერ ვაპატიებ"
მაკა ჩიჩუა, პირველი ლედი:

თავისუფლება ჩემთვის არის...

- თავისუფლება ღვთის საჩუქარია. ამიტომ ყველა ადამიანი თავისუფალია, უბრალოდ, უნდა გავუფრთხილდეთ და ზუსტად მივხვდეთ იმ ღირებულებას, რასაც თავისუფლება ჰქვია.

რამ შეიძლება გამაბრაზოს...

- თავხედობამ, ცილისწამებამ, სისასტიკემ და დაუნდობლობამ.

როცა მაქებენ...

- პირველი განცდა - უხერხულ მდგო­მარეობაში ვვარდები. მეორე წამში ფიქრი გაგკრავს, ვიმსახურებ? და მერე, ალბათ, მოგწონს, ადამიანი ხარ და გიხარია, რომ კარგს გეუბნებიან.

რა ფერია თბილისი

- თბილისი სულ სხვა
დასხვა ფერია,­ ყველა დროსა და ეპოქაში, ისტორიულ­ა­დაც, თანამედროვეობაშიც, ასე რომ, კო­ნკრეტულად ვერ ვიტყვი, რა ფერია თბილისი.

ბავშვობაში მინდოდა...

- ბავშვობა ისეთი ფენომენია, სულ რაღაც გინდა. კონკრეტული არაფერი მახსენდება, მაგრამ სულ რაღაც მინდოდა. ეს არის ბავშვობის ხიბლი.

სტიმულს მაძლევს...

- ადამიანები, რომლებიც ყველანაირი პრობლემის მიუხედავად, არიან ხალისიანები. მათ აქვთ სულიერი
ძალა, რომელსაც ასხივებენ და ძალიან გადამდებია. ეს მაძლევს სტიმულს.

ვპატიობ, როცა...

- ადვილად ვპატიობ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერ ვაპატიებ, ეს არის სისასტიკე - გამიზნული დაუნდობლობა.

სახლი ჩემთვის არის...

- სახლი არის სიმყუდროვე და ყველაზე ტკბილი ადგილი, სადაც შეგიძლია, თავი შეაფარო და განიტვირთო.

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ძალიან მინდა, მომავალი უკეთესი იყოს. პირველ რიგში ჩემი ქვეყნის მომავალი მაღელვებს. შემდეგ, პლანეტაზე რა მოხდება. ეს არის რაზეც ვფიქრობ.

ვნანობ...

- ვნანობ, რომ ბევრი შვილი არ გავაჩინე. ადრე არასოდეს მქონია ასეთი განცდა­, რომ რაღაცას ვნანობ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ათი შვილი რომ მყოლოდა.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- რაღაც გამოცდილება არსებობს ცხოვრებაში, რაც პატარა ნიუანსებს­ ცვლის, თორემ შეცვლილი არა ვარ.

10 წელიწადში...

- ყველა წამი სულ რაღაცას გვიმზადებს, ასე რომ, არ ვიცი, არც ვფიქრობ, რა იქნება 10 წლის შემდეგ.
იღბლიანი ვარ, რომ...

- შვილები მყავს, ოჯახი, რომელიც მიყვარს და მახარებს.

ვხედავ, ყოველდღე მზე როგორ ამოდის, ძალიან მოქმედებს ის, რაც ბუნებრივად ხდება, მიხარია, რომ შემიძლია დავინახო ჩიტები, ვუსმინო, როგორ ჟღურტულებენ. ჩემი აზრით, იღბლიანი ვარ.

მე და პოლიტიკა...

- მე და პოლიტიკა ვმეგობრობთ, რამდენადაც უცნაური უნდა იყოს. მგონია, რომ დავმეგობრდით. სხვა გზა არ არის.

მოხუცი, ალბათ, ვიქნები...

- ალბათ, ისეთივე, როგორიც ვარ. ბავშვობაშიც ასეთი ვიყავი, მოზარდიც, მერე ქალობაშიც ასეთი შევედი და, მგონი, ახლა, მთელი ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებულად არაფერი შემცვლია. მოხუცი გავხდე სხვანაირი? ალბათ, საყვარელი მოხუცი ვიქნები.

ცხოვრება, რომ თავიდან იწყებოდეს...

- მე მომწონს იქ, სადაც ვარ და რაც კიდევ მელოდება, სიხარულით შევხვდები, იმიტომ, რომ ღმერთი ყველას იმას აძლევს, რაც მისი განსაცდელია.

მენატრება...

- ჩარკვიანის სიმღერა გამახსენდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით