"მეათედ მეკითხებიან ამის შესახებ" - რას ამბობს დავით სერგეენკო ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"მეათედ მეკითხებიან ამის შესახებ" - რას ამბობს დავით სერგეენკო ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი კარგადაა.

"მართალი გითხრათ, ჩემთვის უკვე საკვირველია იმიტომ, რომ მეათედ მეკითხებიან ამის შესახებ. განცხადება გააკეთა, რამდენადაც ვიცი, თვითონ ბატონმა ბიძინამაც, მისმა ახლობლებმაც, რომ მსგავსი არაფერია. ის კარგადაა, ჯანმრთელადაა და ჯანმრთელობას ვუსურვებ. რაც შეეხება ამ ჭორების გენერატორებს და ინსინუატორებს, მათ თავის თავში ჩაიხედონ და კანის ფერი თუ შეეცვლებათ, კარგი იქნება", - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას დავით სერგეენკომ.

იხილეთ ასევე: "ბიძინას დღესაც ველაპარაკე და ინსულტის ამბავზე ბევრი იცინა" - რას ყვება ივანიშვილების ოჯახის მეგობარი?

"ინტერპრესნიუსი"