გამგეობების კურიოზულ ამბებს ისტორია შემოინახავს
03-07-2017
გამგეობების კურიოზულ ამბებს ისტორია შემოინახავს
გორის გამგეობამ საბიუჯეტო თანხა გააპროცენტა

შესაძლოა, ზოგს სასაცილოდაც მოეჩ­ვენოს, რომ გორის გამგეობამ "ლიბერთი­ ბანკის" სადეპოზიტო ანგარიშზე­ 2 მილი­ონი­ ლარი განათავსა, საიდანაც ადგილ­ო­ბრივმა ბიუჯეტმა წლიური 10%-ის ოდენობის თანხა მოგების სახით მიიღო(?!). როგორც გავარკვიეთ, ამ გზას თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი მიმართავს... ე.ი. საბიუჯეტო თანხას, არც მეტი, არც ნაკლები, კერძო სექტორთან (ბანკთან) აპროცენტებს.

საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლის­ საინფორმაციო ცენტრი:
"ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავავრცელეთ ეს ნიუსი, სადაც ნათქვამია, რომ გორის გამგეობამ­ 2 მილიონი
გააპროცენტა. წლის ბოლოს თანხა აუთვისებელი დარჩა მაშინ, როცა განუხორციელებელია არაერთი პროექტი. თუმცა, მათ მიაჩნიათ, რომ ამ ქმედებაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია და სახელმწიფო ფულის კერძო ბანკში გაპროცენტება აპრობირებული პრაქტიკაა, რასაც ყველა მუნიციპალიტეტი აკეთებს".

მამუკა ხუციშვილი, ეკონომიკის ექსპერტი:
"სამართლებრივად მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ სახელმწიფო თანხის გაპროცენტება, თუმცა, რა ეკონომიკური ეფექტი
მოიტანა ამან, შესაძლოა, საკამათო გახდეს"...

ახმეტაში არარსებულ მეტროპოლიტენს სახელი მიანიჭეს(?!)


ყველაზე კურიოზული გადაწყვეტილება,­ ალბათ, ახმეტის საკრებულოს მიერ მიღე­ბული #22 დადგენილება გახლდათ, რო­მლითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორ­იულ­ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი დამტკ­ი­ცდა. ამ დოკუმენტით ახმეტის საკრებულომ მეტროპოლიტენის სადგურებისა და გადასაჯდომი კვანძებისათვის სახელწოდების მინიჭების წესი დაადგინა, მაგრამ ყველაზე მთავარი გამოეპარა - ახმეტაში მეტროპოლიტენი არ არის(?!).

ფულადი დახმარება უბანში ქეიფის მიზნით(?!)


არანაკლები კურიოზულობით გამოი­რ­ჩეოდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სოფელ ნახშირღელეში ფული ქეიფის დანიშნულებით გაიცა(?!). აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ სოფელ ნახშირღელეს ერთ-ერთმა მცხოვრებმა (ფიზიკურმა პირმა) ერთჯერადი ფინანსური დახმარება ქეიფის მიზნით ორჯერ მოითხოვა და მიიღო კიდეც. კერძოდ, მას 2014 წელს 500 ლარი გამოუყვეს, ხოლო 2015 წელს - 200 ლარი. ბენეფიციარის განმარტებით, თანხა ორივე შემთხვევაში მას უბნის საქეიფოდ დასჭირდა(?!) და ამისთვის დახარჯა კიდეც. ვერაფერს ვიტყვით, რკინის ლოგიკაა!

ხარჯები კბილებისთვის


2014-2015 წლებში გლდანის მუნიცი­პალიტე­ტის მიერ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოყოფილი თანხები სულ სხვა დანიშნულებით დაიხარჯა. მაგალითად, დაფინანსებულია ფიზიკური პირის­ მიერ საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაცია, ბინის პრივატიზების მიზნით, ნოტარიუსის ხარჯები, მეტალოკერამიკის კბილების გაკეთება და ა.შ.

ყველას თავისი ტელევიზორი


სამგორის გამგეობის წარმომადგენლებმა ყველა თანამშრომელს სათითაოდ ტელევიზორი უყიდეს. მოგვიანებით, მათ აუდიტის სამსახურთან 35 ცალი ტელევიზორის შესყიდვის აუცილებლობა ვერაფრით დაასაბუთეს. საინტერესოა, ერთ სამუშაო ოთახში მსხდომ რამდენიმე თანამშრომელს ცალ-ცალკე ტელევიზორი რატომ უნდა ჰქონოდა?!

"ნახევარხიდი"...


2016 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მაქათუბანში ადგილობრივი ხელისუფლება კაპიტალური ხიდის გაკეთებას დათანხმდა, თუმცა, ხიდი იმაზე მოკლე დააპროექტეს, ვიდრე უნდა ყოფილიყო, კერძოდ, 30 მეტრის ნაცვლად 15 მეტრი გაითვალისწინეს...
როგორც ჩანს, გაგრძელება იქნება...

სად მივყავართ ხიდს...


ასევე, დიდი ინტერესს იწვევს ხარაგა­ულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნევში, მდინარე ძირულაზე გადებული ხიდი, რომელიც თითქოს სამანქანო დანიშნულებისაა(?!), თუმცა, ხიდის ერთი ბოლო მთისკენ ადის, მეორე კი მდინარის ნაპირს მისდევს... მანქანა ვერც ერთ მხარეს ვერ გაივლის. ეგ კი არა, მთისკენ მიმავალ ურემსაც გაუჭირდება გავლა. ხარაგაულის გამგეობის ინფორმაციით, უფუნქციო ხიდი 2009 წელს გამგეობის დაკვეთით "ინჟმშენ 96"-მა ააშენა, რაც 111.000 ლარი დაჯდა(?!).

ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით