რა მიმართვას ავრცელებს კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაულის ძმა? - კვირის პალიტრა

რა მიმართვას ავრცელებს კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაულის ძმა?

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმა ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას 7 ივლისს, 19:00 საათზე, გმირთა მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

გიორგი ოსორაული, რომელიც ასევე მფრინავია, ძმის შვილებთან ერთად გადაღებულ ვიდეომიმართვას Facebook-ში ავრცელებს.

"მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ყოველგვარი ტელეეთერების გარეშე, ყველანაირი პოლიტიკის გარეშე... მინდა მივმართო ჩვენს ჯარისკაცებს, ვეტერანებს, რომლებიც 90-იანებში იბრძოდნენ; მინდა მივმართო ჩვენს პოლიციელებს, ყველას ვისაც ფორმა აცვია; მინდა მივმართო მათი ოჯახის წევრებს, ვისი ახლობელი და ნათესავი საქართველოს ჯარისკაცად დაიღუპა; მივმართავ მთავრობის წევრებს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ჩვენ ყველას გვაერთიანებს საქართველო, რომელსაც ჯარისკაცი იცავს. ამიტომ გთხოვთ, 7 ივლისს, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ გმირთა მოედანზე, სანთლებით ხელში, იქ სადაც ჩვენი გმირების გვარებია ამოტვიფრული და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, არ დავუდგებით ერთმანეთს გვერდში, გმირთა მოედანს იმ გვარების გვერდით კიდევ ბევრი გვარი შეემატება. ამიტომ გთხოვთ, მოხვიდეთ თითოეული მოქმედი და მომავალი ჯარისკაცის გამო, ჩვენი მდუმარე შეკრებით ვაჩვენოთ ქვეყანას, რომ თითოეული ჯარისკაცის, საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ძვირფასია სამშობლოსთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ღვაწლის დასაფასებლად. იმის განურჩევლად, ჯარისკაცი ცოცხალია თუ დაღუპული", - აცხადებს გიორგი ოსორაული.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"