"ცხრა საათი, რომელიც თქვენ ქვეყანაში გავატარე, ყველაზე საშიში იყო ჩემ ცხოვრებაში" - რატომ არ შემოუშვეს ინდოეთის მოქალაქე საქართველოში? - კვირის პალიტრა

"ცხრა საათი, რომელიც თქვენ ქვეყანაში გავატარე, ყველაზე საშიში იყო ჩემ ცხოვრებაში" - რატომ არ შემოუშვეს ინდოეთის მოქალაქე საქართველოში?

ინდოეთის მოქალაქე ხუშბუ კაუშალი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ინდოეთში საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს მიმართავს.

"მე ინდოეთის მოქალაქე ვარ, მარტოხელა ქალი, რომელიც სარეკლამო სააგენტოში მუშაობს. გადავწყვიტე რომ შვებულება საქართველოში გამეტარებინა, ქვეყნის ისტორია ჩემთვის საკმაოდ მომხიბლავი იყო. 29 ივნისს მუმბაიდან გამოვფრინდი დილის ხუთ საათზე და თბილისის დროით საღამოს ხუთზე ჩამოვფრინდი. თან მქონდა ელექტრონული ვიზა, დამსაქმებლის წერილი, სადაც ეწერა, რომ შვებულების გასატარებლად ვიყავი ჩამოსული და უკან უნდა დავბრუნებულიყაი, საბანკო ამონაწერი ფინანსური სტაბილურობის დასადასტურებლად, სასტუმროს ჯავშანი, დაზღვევა და ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

პასპორტის შემოწმებისას ჩემდა გასაკვირად მთხოვეს, რომ მოუნიშნავ სალაროსთან გადავსულიყავი, რომ ჩემი საბუთები შეემოწმებინათ. ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ ერთ-ერთმა ოფიცერმა დამიწყო გამოკითხვა ჩემი ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით. შემდეგ კიდევ ორი საათი დამტოვეს მოლოდინის რეჟიმში ცივ, ემიგრანტებისთვის განკუთვნილ რკინის არაკომფორტულ სკამზე. თბილისში უკვე სამი საათის ჩამოსული ვიყავი და არანაირი ინფორმაცია არ მქონდა რატომ მაკავებდნენ აეროპორტში, გადავწყვიტე ჩემი სტატუსი გამერკვია და ამ დროს მითხრეს, რომ უკან მგზავნიდნენ. როდესაც მიზეზი ვიკითხე, დამიყვირეს და მითხრეს რომ კუთხეში დავმჯდარიყავი.

ეს იყო ყველაზე დამამაცირებელი ღამის დასაწყისი ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე როდესაც თქვენ ემიგრაციის ოფიცერთან კითხვით მივდიოდი, პასუხად ყვირილს ვიღებდი და უხეშად მეუბნებოდნენ, რომ კუთხეში ვმჯდარიყავი. არ ვიცი რაში იყო ჩემი ბრალეულობა, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მარტო ვიყავი და ვხვდებოდი, რომ მოვტყუვდი იმ ინფორმაციით თითქოს თქვენ ქვეყანაში მეგობრული ხალხია. გაგრძელება