პატრიოტული ლექსების კონკურსი დაიწყო
10-07-2017
პატრიოტული ლექსების კონკურსი დაიწყო
"ეს სახალხო პროექტია, მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, ცნობილი პოეტია თუ არა, გამოცემული აქვს წიგნი, თუ არა. ღირსეულები გამოვლინდებიან და მათ საზოგადოება გაიცნობს"

"ჩემი სუნთქვა ხარ, შენ, საქართველოვ!" - ამ სლოგანით­ პატრიოტული ლექსების კონკურსი დაიწყო და 23 ივლისის ჩათ­ვლით ნებისმიერ მსურველს, მათ შორის ემიგრანტებს­ და მსჯავრდადებულებსაც შეუძლიათ კონკურსში­ მონაწილეობა. ღონი­სძიების ორგანიზა­ტორია "ეროვნული ფონდი". საკონკურსო ლექსები ორგანიზაციის ფეისბუკგვერდზე სმს-ების საშუალებით მიიღება. მონაწილემ ლექსთან ერთად უნდა წარმოადგინოს თავისი მოკლე ბიოგრაფია,
ლექსი არ უნდა იყოს რომელიმე მსგავსი კონკურსის ნომინანტი. ლექსები ავტორთა მიუთითებლად გადაეცემა ჟიურის, რომელიც საუკეთესო ათეულს გამოავლენს. პირველ ადგილზე გასულს მიენიჭება ტბელ აბუსერიძის პრემია და დაჯილდოვდება 3.000 ლარით. მეორე ადგილისთვის 1.500 ლარია დაწესებული, ხოლო მესამე ადგილისთვის - 1.000 ლარი.

არც ათეულში მოხვედრილი­ სხვა კონკურსანტები დარჩებიან
უპრიზოდ. დარჩენილი შვიდი კონკურსანტი 500-500 ლარს მიიღებს. საუკეთესო ათეულის ვინაობა კი სახალხო ფესტივალზე გაცხადდება, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს. 14 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გრანდიოზული სახალხო ფესტივალი ჩატარდება. ჟიური, კონფიდენციალობიდან გამომდინარე, ნომინანტების ვინაობას მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალზე შეიტყობს. ჟიურის შვიდ წევრს დაჯილდოების ცერემონიალზე, თოთხმეტი სპეციალურად შერჩეული წევრი დაემატება, რომლებიც დასახელებული ათეულიდან თავიანთ რჩეულს გამოავლენენ.

"მამული, ენა, სარწმუნოება" დიდმა ილიამ გულის ფიც­არზე ამოგვიტვიფრა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი სათუთად უნდა უფრთხილდებოდეს... გვჯერა, რომ 21-ე საუკუნის საქართველოსაც ჰყავს თანამედროვე შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი და ჩვენ მათ გამოვლენას ვიწყებთ", - ამბობს ეროვნული ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ინგოროყვა. სახალხო ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერია საქართველ­ოს ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც თავის რჩეულს გამოავლენს და სპეციალურ პრიზს გადასცემს.

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი: -
ეროვნული ბიბლიოთეკა მონაწილეობს ყველა ტიპის ინიციატივაში, რაც ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის და, მეორე მხრივ, ლიტერატურის პოპულარიზაციას გულისხმობს. დავაწესეთ სპეციალური საჩუქარიც, რომელიც გადაეცემა ჩვენ მიერ მოწონებულ ავტორს. ძალიან რთული­ კონკურსია, არავინ იფიქროს, რომ პატრიოტული ტიპის ლექსები ადვილად იწერება. ბევრი მონაწილე ძალიან კარგია, მაგრამ ჟიურის სერიოზულ დაკვირვებას­ საჭირ­ოებს, რომ ის ნიუანსები, რაც ახასიათებს პატრიოტული ტიპის­ პოეზიას, მნიშვნელოვნად გამოვლინდეს. პატრიოტული ტიპის ლექსი შეიძლება იყოს ისეთი, როგორსაც წერდა სიმონ ჩიქოვანი, ან როგორსაც წერს ბესიკ ხარანაული, ან წერდა მუხრან მაჭავარიანი, გალაკტიონ ტაბიძე - ყველა ავტორი უკიდუ­რესად განსხვავებულ სტილს მიმართავდა...

- ჟიური რა კრიტერიუმით შეირჩა?

- ჟიურის წევრთა უმეტესობა ინიციატორ­ების­ დასახელებულია და ძირითადად­ ლიტერატორები არიან. მათი ვინა­ობა დაფარული და­ ბოლო წამა­მდე გასაიდუმლ­ოებული იქნ­ება. ამასთან, დაცულია ავტორების ანონიმურობაც.­ ლექსებს ნომრები ექნება­ მი­­ნიჭ­ებული და ჟიურის წე­ვ­რებს არ ეცოდინებათ ბოლო დღემდე მათი ვინაობა.

- ბათუმში ჩატარდება დაჯილდოების ცერემონიალი, აჭარა საგანგებოდ შეირჩა?

- აჭარა უმნიშვნელოვანესი­ რეგიონია, საოცარი ხალხით, უნიკა­ლური ისტორიით. ამ ადამიანებმა სწორედ ამგვარი პატრი­ოტიზმის მაგალითი დაგვანახეს, როდესაც ასწლეულების განმავლობაში სხვა ქვეყნის მიერ ოკუპირებულებმა შეინარჩუნეს თვითმყოფადობა და იდენტობა. 14 აგვისტოს ჩაფიქრებულია გრანდიოზული ცერემონიალი - იქნება კონცერტი, ამაღლებული განწყობა... წაიკითხავენ გამარჯვებულ ლექსებს. მთავარია, ასეთი ტიპის ფესტივალი არ იყოს ერთჯერადი და მას გამოუჩნდნენ ფინანსური მხარდამჭერები მომავალ წლებშიც.

- ეროვნულმა ბიბლიოთეკამ რჩეულისთვის რა პრიზი დააწესა?

- ჩვენს რჩეულს გადავცემთ­ წიგნებს, ხარისხით და შინაარსით ძვირფას გამოცემებს. როგორც ვიცი, ამ პროექტში ფინანსური თვალსაზრისით საინტერესო ადამიანები არიან ჩართული. მათი სახელები ადრე თუ გვიან გაცხადდება. ლექსის გამოგზავნა შეუძლია ყველას, ასაკი შეუზღუდავია, რაც კიდევ ერთი სირთულეა, რადგან უამრავი მონაწილიდან მოუწევთ ღირსეულის გამოვლენა. ვიმედოვნებ, ჟიური გაართმევს თავს. ლიტერატურას არ აქვს ასაკი, ნიკოლოზ ბარათაშვილი იმაზე უკეთ წერდა ადრეულ ასაკში, ვიდრე 70 წლის ადამიანი დაწერს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სივრცე შეუზღუდავია. როგორც ვიცი, ბევრი ემიგრანტი უკვე გამოეხმაურა ამ ამბავს. ეს სახალხო პროექტია, მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, ცნობილი პოეტია თუ არა, გამოცემული აქვს წიგნი, თუ არა. ვფიქრობ, ღირსეულები გამოვლინდებიან და მათ საზოგადოება გაიცნობს.

თეა ხურცილავა
...
19 ივლისი 2018 11:02
Asaki shezgudulia???
ია
19 თებერვალი 2018 16:04
წელს როდის მივიგოთ მონაწილეობა
მანანა
19 ივლისი 2017 21:19
გთხოვთ მიგვითითოთ, როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში?

რედაქტორის რჩევით