ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს - კვირის პალიტრა

ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს

ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ოფიციალურად ამოიღეს. ამის შესახებ kvirispalitra.ge-ს "საყდრისის კომიტეტის" წევრმა, ნინო ბურჭულაძემ განუცხადა. მისივე თქმით, იუნესკომ გელათის მოდიფიკაციის ახალი საზღვრები დაადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გელათი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში დაბრუნდა.

ამის შესახებ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე იმსჯელეს.

"პოლონეთში, კრაკოვში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს იუნესკოს კომიტეტის სხდომა, ჩვენ თვალყურს ვადევნებდით სხდომას, გუშინ უნდა ყოფილიყო ქართული ე.წ. გელათის საკითხის განხილვა და დღეისთვის გადაიდო. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ გელათის საზღვრების მოდიფიკაცია არის დამტკიცებული და გელათი ამოღებულია საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიიდან, რაც შეეხება ბაგრატს, ის ამოღებულია მსოფლიო კულტურული მემკვდირეობის ნუსხიდან", - აცხადებს ნინო ბურჭულაძე.

იხილეთ ასევე: "როგორც კი გელათი დაბრუნდებოდა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, ეს ავტომატურად ნიშნავდა ბაგრატის ამოღებას"