რამდენ მილიონად იყიდება სახლი დიღომში, სადაც კახა ბენდუქიძე ცხოვრობდა? - კვირის პალიტრა

რამდენ მილიონად იყიდება სახლი დიღომში, სადაც კახა ბენდუქიძე ცხოვრობდა?

უძრავი ქონების განცხადებების საიტზე saqme.ge გასაყიდად გამოტანილია თბილისში მდებარე სახლი, სადაც წლების მანძილზე ცხოვრობდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, "ცოდნის ფონდის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, ულამაზესი სახლი, რომელიც დიღომში, ელიტარულ დასახლებაში მდებარეობს, საერთო ფართით 1000 კვ.მეტრია. ძველი აშენებული სახლი ბელეტაჟზეა, ქვით და ხით ნაშენი, უზარმაზარი ვიტრინებით და მასში სულ 5 ოთახია.

რაც შეეხება ეზოს, ფოტოებიდანაც ჩანს, რომ უზარმაზარი ეზო და ბაღი, რომელიც 5000 კვ. მეტრზეა გაშლილი განსაკუთრებით მოვლილი და გამწვანებულია. მწვანე მოლი, დეკორატიული მცენარეები, ეზოში ჩანჩქერი-შადრევნით... სახლი 3 500 000 დოლარადაა შეფასებული. (იხილეთ სტატია სრულად, ფოტოებით)