"ამ ვაი პოლიტიკოსების რუსეთში ვიზიტის მიზანს გარკვეული დაფინანსების მოპოვება წარმოადგენს"
"ამ ვაი პოლიტიკოსების რუსეთში ვიზიტის მიზანს გარკვეული დაფინანსების მოპოვება წარმოადგენს"
"პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტი დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პარტიის სამ კაციანმა ჯგუფმა - ადა მარშანიამ, გიორგი ლომიამ და ნატო ჩხეიძემ შეხვედრები მოსკოვში, დუმაში რუს დეპუტატებთან გამართეს.

"პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან გვაღელვებს და გვაწუხებს ცხინვალთან და სოხუმთან გართულებული ურთიერთობა, გავაცანით ჩვენი პოზიცია, რომ ამ თემაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ როგორც აფხაზებთან, ასევე ოსებთან და ისიც დავაფიქსირეთ, რომ ვიმედოვნებთ, ამ პირდაპირი დიალოგის დამყარებაში რუსეთის ფედერაცია დაგვეხმარება...
რუსმა კანონმდებლებმა წუხილი გამოთქვეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
იმის თაობაზე, რომ საქართველო ინტენსიურად თანამშრომლობს ნატოსთან, ჩვენ ვუპასუხეთ, რომ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, სრული უფლება გვაქვს ვითანამშრომლოთ ნატოსთან, რასაკვირველია გვესმის, რომ ჩვენი რუსი კოლეგები ამაში ხედავენ საფრთხეს, ჩვენ კი აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთზე თავდასხმისთვის ნატოს მხრიდან. ნატოს თავი რომ დავანებოთ, ნებისმიერი სამხედრო ბლოკისთვის ჩვენი ტერიტორია არ უნდა გამოიყენონ სხვაზე თავდასასხმელად, ამას არც დავუშვებთ და არც მივესალმებით.

"პატრიოტთა ალიანსმა" შევთავაზეთ, შევქმნათ საქართველო-რუსეთი-ნატოს ფორმატი და ღიად ვისაუბროთ. საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი ქვეყანა თანამშრომლობს ნატოსთან, ჩვენი ბიჭები
მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო მისიებში, ბევრი ჩვენი ქართველი ჯარისკაცი უკვე დაიღუპა, ეს ყველაფერი აწუხებს რუსეთს
და სასარგებლო იქნებოდა ამ ტრიადის შექმნა, რუსმა პარლამენტარებმა გვითხრეს, რომ მართალია ნატოსთან ურთიერთობით დიდს არაფერს ელოდებიან,
მაგრამ ძალიან საინტერესო ინიციატივაა", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ადა მარშანიამ. (წყარო)

"პატიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტს ქართულ პოლიტიკურ წრეებში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ამას გარდა, მმართველმა გუნდმა თბილისის მხრიდან რუსეთთან პირდაპირი დიალოგი გამორიცხა.

აღსანიშნავია, რომ "რესპუბლიკურმა პარტიამ" "ქართულ ოცნებას" ღია მიმართვა გაუგზავნა, სადაც "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი უმოქმედობაში დაადანაშაულა. "რესპუბლიკელები" პარლამენტისგან კონკრეტული მექანიზმის შექმნას მოითხოვენ, რათა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს აეკრძალოთ ოკუპანტ სახელმწიფოსთან
მოლაპარაკებების წარმოება.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრების მოსკოვში ვიზიტის შეფასება პოლიტოლოგებს ვთხოვეთ.

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი:

"თავად პერსპექტივა რუსეთთან დიალოგისა, არახალია და ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებმა არ უნდა იჩქარონ, ვიდრე არ აღდგება რაიმე შედეგიანი კომუნიკაციები სხვადასხვა პროფესიების სპეციალისტების. რუსეთის პოლიტიკოსებთან პირდაპირი კომუნიკაციების სურვილი არაერთხელ დასრულებულა კრახით და ამჟამადაც უფრო მეტი კრიტიკა გაისმის იმ ჯგუფის მისამართით, რომელმაც მოისურვა და ჩაატარა ეს შეხვედრები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო მათი კეთილი სურვილი და სრულიად ბუნებრივია, რომ აფხაზეთიდან საკუთარი სამშობლოს მიწიდან დევნილი ქალბატონი, მას შემდეგ, რაც ის გახდა პარლამენტის წევრი, სხვაზე ვერაფერზე იფიქრებდა, გარდა აფხაზეთის საქართველოს რეალობაში დაბრუნებისა.

კარგია დიალოგი, ოღონდ უნდა ვიცოდეთ რა კითხვა დავსვათ. ნუ ვეცდებით ისინი მოღალატეებად გამოვაცხადოთ, ყველას აქვს შესაძლებლობა, მაგრამ არა ისეთი შესაძლებლობა, რომ გარდა პირადი კომუნიკაციებისა, რაიმე სერიოზული ძვრა შეეძლოს სიკეთისაკენ. ასეთი შეხვედრის შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე სახის სიკეთის მომგვრელი ვერ იქნებოდა, რადგან ადამიანები, ვისაც ისინი ხვდებიან, ისეთივე ხელმოკლენი არიან გადაწყვეტილების მიღებებში, როგორც საქართველოდან ჩასული დელეგაცია".

ნიკა ჩიტაძე, პოლიტოლოგი:
"ე.წ. პატრიოტთა ალიანსის წევრებს არ ჰქონდათ უფლება საქართველოს სახელით ჩასულიყვნენ მოსკოვში და მოლაპარაკებები გაემართათ. ბუნებრივია, მოსკოვში მათი ეს ვიზიტი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ვერანაირ გარღვევას ვერ მოახდენს. გვახსოვს, ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტი მოსკოვში ამხანაგ პუტინთან, მაგალითად გვახსოვს, ალბათ, ამხანაგ ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი, ნინო ბურჯანაძის ვიზიტი რუს მაღალჩინოსნებთან, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ამ ვიზიტებს არანაირი შედეგი არ მოყოლია. ჩემი აზრით, ამ ვაი პოლიტიკოსების რუსეთში ვიზიტის მიზანს გარვეული დაფინანსების მოპოვება წარმოადგენს. მათ პირადი ინტერესი ამოძრავებთ. რაც შეეხება რუსეთთან დიალოგს და ა.შ., დიალოგი ისედაც მიმდინარეობს, მაგალითად აბაშიძე-კარასინის შეხვედრა, ასევე ჟენევის დისკუსიების ფორმატი.

ხოლო რაც შეეხება ადა მარშანიას განცხადებას, რუსეთს არ სურს, მოხდეს საქართველოს მეტი ინტეგრირება საერთაშორისო საზოგადოებაში. რუსეთი ცდილობს საქართველო იყოს იზოლაციაში და დაიკავოს პრორუსული საგარეო პოლიტიკური კურსი. რუსეთს რომ აწუხებდეს ქართველი ბიჭების ავღანეთში დაღუპვა, ისიც შეაწუხებდა, 2008 წელს როდესაც საქართველოში შემოიჭრა, მაშინაც რომ დაიღუპებოდნენ საქართველოს მოქალაქეები. რუსეთს ეს საკითხი რომ აწუხებდეს, არ ჩაერეოდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში აფხაზეთის კონლფიქტში".

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)


17 ივლისი 2017 10:35
მარშანიას თურმე დიდი რაოდენობით ვაზელინი წაუღია კვიციანის რჩევით,ეს უკანასკნელი მაგ საქმეში მეტად გამოცდილია.ისე მართლა სირცხვილია,რომ ასეთ ადამიანებს სიტყვა ეთქმით პოლიტიკაში,მაგრამ ხომ ვიცით ვისი შეტენილია ეს "ხალხი" პარლამენტში.
17 ივლისი 2017 07:54
მათხოვრები!
გიორგი
15 ივლისი 2017 15:20
ეს ამაზრზენი იყო ჩემთვის მაგრამ რელობა ესაა ბლომად პრორუსი დაძვრება ოპოზიციაშიც და სხვაგანაც მაგათ ხალხმა უნდა გასცეს საკადრისი პასუხი
ვანო
15 ივლისი 2017 14:55
რო დაგიჩემებიათ ჟენევის ფორმატიო თუ არ ვცდები 94 წლიდან მიდის მოლაპარაკებები ამ ფორმატში და რა შედეგი? არაფერი. არ მოვიდა დრო რო სხვა გზა მოვნახოდ? ჩადით ბერლინში დაუჯექით მერკელს და შედეგი იქნება რამე? მეეჭვება. გუშინდელ მარშთან დაკავშირებით რაც მოთხოვნები დააყენეს არ არი სწორი? ტურისტს კეთილსინდისიერ უცხოელს და ინვესტორს არავინ ერჩის და კრიმინალები და ნაძირლები ჩვენიც გვეყოფა სხვისი არ დავიმატოდ
რუბრიკის სხვა სიახლეები
25-09-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-09-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?