თბილისში დაკარგული ტყუპი ძმები იპოვეს - კვირის პალიტრა

თბილისში დაკარგული ტყუპი ძმები იპოვეს

თბილისში დაკარგული 14 წლის ტყუპი ძმები - ნიკა და ლუკა ცანავები აჭარაში იპოვეს. ამის შესახებ ბიჭების ძმა "ფეისბუკში" წერს.

"ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ტყუპები ნაპოვნები არიან, კარგად არიან და სახლისკენ მოყავთ უკვე" - წერს ბაკურ ცანავა (წყარო)

ტყუპი ძმების პოვნის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც დაადასტურეს.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებდნენ, ნიკა და ლუკა ცანავები სახლიდან 12 ივლისს გავიდნენ. ბოლოს ისინი ავლაბრის მეტროსთან სამარშრუტო ტაქსის მძროლმა ნახა, ამის შემდეგ ტყუპების კვალი დაიკარგა. (იხილეთ: "ბოლოს ჩვენი უბნის სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ნახა, მას მერე კვალი იკარგება" - რას ამბობს დაკარგული ტყუპი ბიჭების ძმა?)