მდინარე რიონში 13 წლის ბავშვს ეძებენ - კვირის პალიტრა

მდინარე რიონში 13 წლის ბავშვს ეძებენ

მდინარე რიონში 13 წლის ბავშვს ეძებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბავშვის ახლობლებმა განუცხადეს, 13 წლის ბიჭი გუშინ ქუთაისში, სახლიდან მეგობრებთან ერთად გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ ღამით 112-ში შევიდა შეტყობინება მოზარდის გაუჩინარების შესახებ და მას შემდეგ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

"შეტყობინების მიღებისთანავე სამაშველო ჯგუფებმა დაიწყეს დაუყოვნებლივ სამაშველო სამუშაოები. გადაკეტილია დამბები. მაშველები მთელ პერიმეტრზე, სრული ძალით არიან მობილიზებული და ახორციელებენ ბავშვის საძიებო სამუშაოებს. ძიება მიმდინარეობს მდინარის სიღრმეში", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

"ინტერპრესნიუსი"