ქუთაისში კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ქუთაისში კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა

ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად ოთხი წლის ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

"დედა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო სახლში. როგორც ვიცით, როცა უმცროს ბავშვს აჭმევდა, 4 წლის ბავშვი სავარაუდოდ, მაშინ მივიდა ფანჯარასთან და გადავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და მალევე მოვიდა, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აცხადებენ მეზობლები.

"ინტერპრესნიუსი"