"როგორც ჩანს, იმ დროს მოიმატა არხში წყალმა და ბავშვი წაიღო, მამაც გაჰყვა, მაგრამ ცურვა არ იცოდა და ჩაიძირა"
"როგორც ჩანს, იმ დროს მოიმატა არხში წყალმა და ბავშვი წაიღო, მამაც გაჰყვა, მაგრამ ცურვა არ იცოდა და ჩაიძირა"
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში, ალაზნის არხში მამა-შვილი დაიხრჩო. 57 წლის ბაქარ გაბაძე და 6 წლის ანზორ გაბაძე წყალში საბანაოდ სოფელ ველისციხესთან შუადღისას ჩავიდნენ, თუმცა, ადიდებულმა არხის წყალმა ორივენი იმდენად შორს წაიღო, რომ საღამოს, მეზობელ სოფელ ჯიმითის არხში იპოვეს.

დატრიალებული უბედურების მოწმე ჯიმითის მცხოვრებნი ჰყვებიან, რომ გარდაცვლილი პატარა საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდა და ეს უბედურება თითქოს მისი მძიმე ყოფის გაგრძელებად იქცა. ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამხელა არ ისურვა, მომხდარის დეტალებზე გვესაუბრება:
- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ის გამოთქმა გაცოცხლდა, "გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო". თავად
გარდაცვლილი მამაკაცი ჩვენი სოფლიდან არ არის, მას ჩვენი სოფლის მცხოვრები ქალბატონი ჰყავდა ცოლად. თუმცაღა, სოფელში იშვიათად მოდიოდა, ახლა კი ამ უბედურების მსხვერპლნი გახდნენ. ზოგადად ეს ოჯახი მომთაბარე ცხოვრებას ეწევა, მთელი ოჯახი ფერმაში ცხოვრობდა, დროდადრო აიყრებოდნენ და პირუტყვთან
ერთად სხვა ადგილზე გადადიოდნენ სამუშაოდ. ბავშვებიც მშობლებთან ერთად იყვნენ და მუშაობდნენ, სკოლაში არ დადიოდნენ.
გარდაცვლილი პატარაც ფერმაში დაიბადა და თავის უფროს დასთან ერთად სულ ფერმაში ცხოვრობდა. ეს ამ ოჯახის მეორე ქორწინება იყო…პირველი ქორწინებიდან შვილები არ ვიცი, სად არიან…

- ბრძანეთ, რომ გარდაცვლილი ბავშვი მუდამ ფერმაში ცხოვრობდა… ე.ი. სკოლაში არ დადიოდა?!
- არ ვიცი, ამ
ბავშვს სასკოლო ასაკი ჰქონდა ჯერ თუ არა, მაგრამ რომც ჰქონოდა, მშობლები ალბათ სკოლაში არ ატარებდნენ,- ამ გარდაცვლილი ბავშვის უფროსი და დედამ თუ არ ვცდები, მეოთხე კლასიდან გამოიყვანა და ფერმაში წაიყვანა.

- ასეთი ბავშვობაწარმთმეული ბავშვების შესახებ შესაბამის ორგანოებს, ვთქვთ სოციალურ სამსახურს რატომ არავინ შეატყობინა? იქნებ ეს უბედურებაც არ მომხდარიყო...

- არ ვიცი. ეს ბავშვები სულ ფერმაში ცხოვრობენ, თვალში არავის ხვდებიან და ალბათ იმიტომაც. მაგრამ ცხადია, რომ მათ ბავშვობა არ ჰქონდათ, საუბედუროდ, მხოლოდ ამჟამად გარდაცვლილი ბავშვი არ არის ასეთ მდგომარეობაში. დღეს ფერმებში უამრავი ბავშვი ცხოვრობს და ყველა მძიმე მდგომარეობაშია. არხის წყალში ბანაობა ალბათ ამ ბავშვისთვის დიდი დღესასწაული იყო და იმიტომად ჩავიდა საბანაოდ. ხსენებული არხი საკმაოდ ფართო და ღრმაა, როცა ალაზნიდან წყალი კარგად მოდის, სავსე არხში წყალი ორმეტრანახევარი სიმაღლის მაინც იქნება. ვინც ცურვა არ იცის, ამ წყლიდან ვეღარ გამოვა. ეს საწყალი მამა-შვილი ველისციხის ბოლოში ჩავიდნენ წყალში საბანაოდ; როგორც ჩანს, ზუსტად ამ დროს მოიმატა არხში წყალმაც და ბავშვი წაიღო, მამაც გაჰყვა, მაგრამ ცურვა არ იცოდა და ჩაიძირა. მამა-შვილი რომ აღარ გამოჩნდა, არხთან მყოფმა ხალხმა შეატყობინა პოლიციას. პოლიციამ მთელი დღე ეძება და ბოლოს ბავშვი სოფელ ჯიმითთან ნახა, მამა კი უფრო შორს…

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (1)
zura
18 ივლისი 2017 14:42
ვაი ჩვენ უპატრონო საქართველოს...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-07-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები