"თუ მაგარი ხარ, დარეკე, ბატონო, ცხელ ხაზზე!"
"თუ მაგარი ხარ, დარეკე, ბატონო, ცხელ ხაზზე!"
მიკროავტობუსების კომპანია სრუ­ლი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თბილისის ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდიცირების სისტემა მოწესრიგებულია და მძღოლები სარგებლობენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს ფარავს.

"თბილისის მიკროავტობუსის" კატეგორიული მითითებით, მძღოლებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში კონდიცირების სისტემა უნდა ჰქონდეთ ჩართული, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იძულებული იქნება, გამოიყენოს მკაცრი სანქციები. გთხოვთ, ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ დატოვოთ შეტყობინება საინფორმაციო ცენტრის ნომერზე 2 200 340.

ეს ინფორმაცია გვაფიქრებინებს, რომ ცხელ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ზაფხულს მგზავრობისას მაინც გავუმკლავდებით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თუ მგზავრებს­ ჰკითხავთ, სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდებით.(?!)

თამარ თუთბერიძე: -
დღეს 202 მარშრუტით ვმგზავრობდი - გლდანიდან­ მოდის ვაკეში. მძღოლს ვთხოვე, კონდიციონერი ჩაერთო და შეტევაზე გადმოვიდა, არ ჩავრთავო! რომ ვუთხარი, შენატანისაგან გაგათავისუფლათ კომპანიამ-მეთქი, მიპასუხა, ტყუილიაო. უკან მეგობარი მძღოლი ეჯდა და ისიც აყვირდა, თქვენ რა იცით ჩვენი გაჭირვებაო. მგზავრები ჩუმად ისხდნენ, გეგონება, მხოლოდ მე მაწუხებდა სიცხე. მივმართე, დაიცავით თქვენი უფლება-მეთქი. ხმა არავის ამოუღია... პროტესტის ნიშნად 50 თეთრი გადავიხადე.

ლიანა პაპიძე: -
ვაგზლიდან მოვდიოდი შვილთან
ერთად და ქარვასლასთან ბავშვს სიცხისგან გული წაუვიდა. მინდოდა, ცხელ ხაზზე­ დარეკვა, მაგრამ არ მიპასუხეს. მგონია, მძღოლსა და კომპანიაზე ადრე ისევ ამინდი შეგვეწევა.

ვამეხ არზიანი: -
დღეში ორჯერ მაინც მიწევს 197
ნომრით მგზავრობა და ვერც ვიხსენებ, ბოლოს როდის ჰქონდათ ჩართული. გინდა იჩხუბე, გინდა იყვირე,­ ტყუილად მოიშლი ნერვებს, მძღოლების პასუხია, თუ მაგარი ხარ, დარეკე, ბატონო, ცხელ ხაზზე! კონდიციონერი გაფუჭებულია და ჩაურთველობისთვის როგორ დაგვსჯიანო?! "

ილარიონ ქოიავა: -
მძღოლები ამბობენ, ცხელ ხაზზე თუ დარეკავთ, ჩვენც გაგვიხარდება, გაფუჭებული კონდიციონერები იქნებ შეაკეთონო. ერთმა მძღოლმა მითხრა, როდესაც მძღოლების წახალისებაზე ლაპარაკობენ, სამლარიან შეღავათს გულისხმობენო. ცხელ ხაზზე ვცადე დარეკვა, მაგრამ უშედეგოდ. "თბილისის მიკროავტობუსს" მეტი პასუხისმგებლობა მართებს განცხადებების გაკეთებისას.

ნინო ნარიმანიძე: -
გუშინ #17 სამარშრუტო ტაქსის ჩართული ჰქონდა კონდიციონერი და შედარებით კომფორტულად ვიმგზავრე, დღესაც რომ მოვთხოვეთ, მშვიდად გვითხრა, გაფუჭდაო. თვითონაც ხომ წუხდებიან ამ სიცხისგან, წარამარა ოფლით დანამულ სახეს იწმენდდა.

ნათია მიქიაშვილი, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსების" წარმომადგენელი: - ჩვენი სამსახური მთელი დღე აწარმოებს მონიტორინგს. მათი მონაცემებით, დედაქალაქში მოძრავი 1800 მიკროავტობუსიდან კონდიცირების სისტემა 80%-ში მუშაობდა. დამოუკიდებლად მონიტორინგი ჩაატარა დედაქალაქის მერიამ და დაადგინა, რომ 70%-მდე მიკროავტობუსში კონდიცირების სისტემა ჩართული იყო. ეს 10%-იანი ცდომილება შესაძლებელია დავუკავშიროთ იმას, რომ მერიის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები დედაქალაქის გარეუბნებში არ მოძრაობდნენ.
რაც შეეხება ვიდეოფაქტებს, როდესაც მძღოლი ცრუობს, რომ კონდიციონერი არ მუშაობს და შეგნებულად რთავს ვენტილატორს, რომელიც უბერავს ცხელ ჰაერს, ტექნიკურად ამის გაკეთება შესაძლებელია ერთი ღილაკის გამოყენებით.
360 000 მგზავრზე მეტი გადაგვყავს დღის განმავლობაში და შესაძლებელია, ნაწილი უკმაყოფილო იყოს. იმ მიკროავტობუსებში, რომელთაც არ ჰქონდათ კონდიცირების სისტემა ჩართული, შესაძლოა, ამორტიზაციის პრობლემა იყო. დღის განმავლობაში მიკროავტობუსი დაახლოებით 400 კილომეტრს გადის და მათ 9-11%-ს შესაძლებელია ჰქონოდა მწყობ­რიდან გამოსვლის შემთხვევა.
700-ზე მეტ მძღოლს უკვე დაუწესდა სანქცია. ეს გულისხმობს როგორც პირველად გაფრთხილებას, ისე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიკროავტობუსის მართვას. ჯერჯერობით არც ერთს არ ჰქონია მესამე შემთხვევა - როცა კომპანია წყვეტს მათთან ხელშეკრულებას. შარშან იყო ასეთი­ ფაქტები - ერთსა და იმავე მძღოლზე სამჯერ შემოვიდა პრეტენზია და კომპანიამ მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.
აბსურდია განცხადება, რომ კომპანია მძღოლებს 3 ლარს უხდის. ჩვეულებრივი მათემატიკაა - გამოიანგარიშება, კონდიც­ირების შემთხვევაში რამდენი ემატებათ საწვავის ხარჯი და ამას კომპანია იხდის.

- ბევრი პრეტენზია ისმის თქვენს ცხელ ხაზზე.

- როდესაც ბევრი ზარი შედის ერთდროულად, სისტემურად ფიქსირდება, თითქოს არავინ პასუხობს, მაგრამ გარწმუნებთ, თუ მეორედ და მესამედ დარეკავთ, აუცილებლად გიპასუხებენ. ჩვენი ცხელი ხაზი მუშაობს დილის 8-დან 22.30 საათამდე.

ეკა სალაღაია
ნათი
27 ივლისი 2017 07:53
ხალხოოოო.ორი მძღოლი მყავს სახლში და არ დაიჯეროთ!!გარწმუნებთ რომ არანაირ საზაფხულო შეღავათს არ უკეთებენ.უფრო მეტიც ,ეუბნევიან რომ ხალხთან როგორც გინდათ მოაგვარეთო ჩვენ შეღავათს არ გიკეთებთ და თუ გინდათ არ ჩართოთ კონდინციონერიო.ამიტომ ამ საცოდავ მძღოლებს კი ნუ ეჩხუბებით,თქვენ მაქსიმუმ 30წუთი ახვიდეთ სამარშუტო ტაქსში და ისინი იმ სიცხეში მთელი დღე იხოცებიან ღქვენთან ერთად.მათთან ჩხუბის მაგივრად მოსახლეობამ უნდა მოვთხოვოთ დაუკლონ მძღოლებს გეგმიური შესატანი რო ჩართონ ეს კონდინციონერი.მერიას მოსთხოვეთ და არა საცოდავ მძღოლს რომელიც დილის6საათიდან შღამოს 11მდე ქუჩაში სიცხეშია.
TinaTini
26 ივლისი 2017 22:47
სადაც არ იქნება ჩართული კონდიციონერი არ გადაიხადოთ მგზავრობის საფასური და როდესაც მძღოლი გაბრაზდება თქვენც უპასუხეთ ცხელ ხაზზე დარეკეთ-თქო.ასეთ უზრდელ და ჯიუტ მძღოლს სწორედაც ასეთი პასუხი ეკუთვნის.
დიანა
26 ივლისი 2017 22:47
ყოველ დღე მინიმუმ ორჯერ მიწევს სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 141ან 167 ნომრით. ჯერ არ შემხვედრია ისეთი მანქანა, სადაც კონდიციონერი ჩართულია. აღარც კი ვთხოულიბ ჩართვას, რადგან ისევ მე მეშლება ნერვები და მუდმივად ლანძღვა - გინებას ვიღებ მძღოლებისგან. მერიის მონიტორინგი თუ ტარდება ერთხელ მაინც რიგორ ვერ ნახეს ისეთი მანქანა, სადაც არ იყო ჩართული კონდიციინერი. შარშან რომ ვერ დავრეკე, შეტყობინება გავაგზავნე მერიის ოფიციალურ გვერდზე მანქანის ნომრის მითითებით, მაგრამ შედეგი არ მიმიღია. ასე რომ ნუღარ გვატყუებთ. მივეჩვიეთ ცხელ ოხშივარ, იმედია მალე აგრილდება, როგორმე გავუძლებთ და არ დავწყდებით. ასეთები გადაგვიტანია? ჩვენ ხომ ძალიან მაგრები ვართ.
ზაზა
26 ივლისი 2017 13:14
ცხელი ხაზი შვებულებაშია ზაფხულში.თვითონაც ცხელა.დეკემბერში დარეკეთ...
რუბრიკის სხვა სიახლეები
25-09-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-09-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?