"მშობელთა დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ მათი შვილები პროსტიტუციით არიან დაკავებული"
"მშობელთა დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ მათი შვილები პროსტიტუციით არიან დაკავებული"
"თბილისში, სადაც კი შედარებით დაბალი კლასის ბარები, მასაჟის ცენტრები და სასტუმროებია, გადასამოწმებელია - მათი რეალური საქმიანობის სფერო პროსტიტუციაა"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარებული პრევენციული მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბარი
You must have Flash Player installed in order to see this player.
დან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი, ასევე 56 მამაკაცი (15 - ქართველი და 41 უცხოეთის მოქალაქე) მიიყვანეს.

მზია თოდუა,"საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა­ კოალიცია: -
გამიხარდა, როცა გავიგე, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდებარე ბარებში პროსტიტუციის გამოვლენის მიზნით, რეიდი ჩაატარეს. მოვითხოვთ, რომ ამგვარ რეიდებს რეგულარული ხასიათი მიეცეს. აუცილებლად უნდა გამოვლინდნენ ის პირები, ვინც მფარველობს და ხელს უწყობს ამგვარი კერების გაჩენას დედაქალაქში და მთლიანად ქვეყნის ტერიტორიაზე. ამის გამო რომ დაისჯებიან, სხვა თავგასულებიც გაფრთხილდებიან.

რამდენი ხანია საუბრობენ, რომ ამ სამარცხვინო საქმეში არასრულწლოვნებს­ ითრევენ.
მარჯანიშვილის მოედნიდან დაწყებული, მთელ
აღმაშენებლის გამზირზე,­ მზის ჩასვლასთან ერთად ყველაფერი იცვლება.­ ქალები შიშით გარეთ ვერ გა­მოდიან - მიადგებიან და ფულს სთავაზობენ სექსუ­ალური მომსახურებისთვის.

ჩვენი ოფისი 2010 წლიდან აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. თავდაპირველად #124-ში დავიქირავეთ
ფართობი, რომლის ქვემოთაც ბორდელი იყო გახსნილი. ვითომ ბარები აქვთ და სინამდვი­ლეში, ზღვარგადასული ამბები ხდება. მერე შენობა, რომელშიც ოფისი გვქონდა, თურქზე გაიყიდა. იქ ახლა ვითომ სასტუმროა, სინამდვილეში კი საროსკიპოა. შემდეგ გადმოვედით აღმაშენებლის #97-ში, საიდანაც ერთი თვის წინ ისევ გამოგვისტუმრეს - ფართობის მესაკუთრემ ხელშეკრულება დაარღვია და დენი­ და გაზი გადაგვიჭრა, რათა დაგვეტოვებინა შენობა. ახლა იქ ვითომ მასაჟის ცენტრი გახსნეს. მოპირდაპირედაც არის ე.წ. კაფე... კომპოზიტორთა სახლის ქვეშ თუ ბორდელი იქნებოდა, ვინმე იფიქრებდა?! მაგრამ
დადასტურდა ეს ფაქტიც. სპეციალურად გავგზავნე ჩემი თანამშრომელი ბიჭები, რათა საკუთარი თვალით ენახათ, რა ხდებოდა იქ, თუმცა არ შეუშვეს, ისევე როგორც სხვა ქართველები. დაცვის კუნთმაგარი თანამშრომლები პირდაპირ აცხადებდნენ, ქართველი მამაკაცების­ შეშვება გვეკრძალებაო. სამაგიეროდ, ქართველი გოგონები თავისუფლად შედი-გამოდიოდნენ. მას შემდეგ,­ რაც მე და ჩემმა კოლეგებმა, საზოგადოებასთან ერთად, განგაშის ზარები შემოვკარით, ეს კერა მოიშალა...

თბილისში, სადაც კი შედარებით დაბალი კლასის ბარ­ები, მასაჟის ცენტრები და სასტუმროებია, გადასამოწმებელია - გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ მათი რეალური საქმიანობის სფერო პროსტიტუციაა, რომელთა უმრავლესობაშიც არასრულწლოვნები არიან ჩართული. ამ ბავშვების მშობელთა დიდმა ნაწილმა არც კი იცის, მათი შვილები რით არიან დაკავებული. ზოგი არასრულწლოვანი უსახლკაროა.

- კანონი რამდენად მკაცრია მათ მიმართ?

- კანონი მექოთნის როლშია. ვისაც უნდათ, სჯიან, ვისაც არა - არა. საკითხავია, რა მუხლით დაიწყება გამოძიება, რას ჩათვლიან მტკიცებულებად და რას - არა... რა ვიცი, შეიძლება, ადმინისტრაციული ჯარიმა აკმარონ, შეიძლება მკაცრად აგებინონ პასუხი.
იმედს ნუ დავკარგავთ, ფაქტია, შსს გააქტიურდა, სასიკეთო ძვრებია მოსალოდნელი, გაფაციცებით ველით, სად ჩატარდება შემდეგი რეიდი.

ეკა სალაღაია
emigranti
26 ივლისი 2017 01:51
თუ სახელმწიფო არაა თანამოაზრე იმ საეჭვო პირებისა რომლებიც არიან ნახსენები= გამოქვეყნდეს მათი სახელები და გვარები სოც ქსელებში===თუ არა და არ გამოქვეყნდება თუ სახელმწიფოს იქ რაიმე წილი აქვს=არ დაბლოკოთ
tatoo
25 ივლისი 2017 20:07
იციტ ეს ადმინის ხასიტზე არის დამკიდებული. ნახეთ რა ხდება თურეთში სადაც ახლახან ვიყავი. ქარტველი ქალები არამარტო პროსტიტუციაში არიან ჩართლი (ყველა არა რა თქმა უნდა, ბევრია პატიოსანი ქალიც რომელიც სხვადსხვა პოზიციაზე მუშაობს უფრო მეტად მოსამხურეები ოჯახებში და ამით არჩენენ თავინთ ოჯახს) არამედ განარკომანდნენ. 20 25 წლის გოგნები უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანები არიან, როდესაც მათ დეპორტს უკეტებნ რადგან საბუები არ აქვთ წესრიგში ისინი აქ ნარკო რელიზატორებდ და კურიერბდ გველინებიან. ასე რომ პრობლემა არა მრტო ეკონომიურ სიტუაციაშია არმედ ბევრ რამეში დაწყეული ოჯახიდან და დამთვრებული აზროვნებით. ასე რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა არც ტუ იოლი საქმეაა მაგარამ საშური
ketino
25 ივლისი 2017 11:11
ტუკი სახელმციპოს მარტველობა პიკრობს კვეკნის კეტილდგეობისტვის და კვეკანასჰი მცხოვრებ მოკალაკეებზე ზრუნავს და ტანაც ცვენ მომავალ ტაობაზე მკაცრი ზომები უნდა მიიგონ ჯარიმა რა არის გადაიხდი და სჰემდეგსჰი ისევ იგივე მოხდება მკაცრად უნდა დასაჯონ ვინც ცვენ მომავალ ტაობას მაგ გზაზე უბიდზგებს და ვინც ბილცავს კვეკნის იმიჯს და კვწეკნის მომავლის დაგუპვას არც მარტველობამ უნდა დაინდოს ჯიბეებს ივსებს ზოგი და მსჰიერი უპატრონო მომავლიტ ახალგაზრდობიტ სარგებლობენ სცორედ დანასჰაულია და უნდა დაისაჯონ იკოს ბარები გასარტობი მაგასჰი ცუდს არავინ ხედავს სხვა რამეებია სცორედ რომ ხდება სჰიგნიტ პროსტიტუცია ნარკომანია უკრიან ახალგაზრდეს სასმელსჰი და ვინ იცუის რასჰი და გუპავენ მომავალს რეაგოირება უნდა მოხდეს დროული ტუკი არ მოხდება ესეგი ერტად სჰეკყრულები არიან და ცილს იგებენ სხვაგვარად ტვალს ამ საკიტხზრე ნორმალური და პასუხისმგებელი მარტველობა კვ ეკნისა რეაგირებას მოახდენს
212
25 ივლისი 2017 10:54
დასამალი რა არის? ერთ ოჯახს ვიცნობ, ჩემი მეგობრის მეზობლები არიან. დედამისი თავის შვილს იმის მიხედვით გააღვიძებდა, თუ რა კატეგორიის კლენტი ეძახდა ქუჩიდან და ღირდა თუ არა ბოლოსდაბოლოს ულიფტო კორპუსში მე-9 სართულიდან ფეხით ჩასვლა. თანაც, დღის განმავლობაში, თუ ჩვენთან თვალისთვის წყლის დასალევინმებლად მოცდებოდა, დედამისი სულ აფრთხლებდა, გამოუძინებელი დარჩები და დღეს ვეღარ ივარგებო. ძალიან ბედნიერები იყვნენ. ეხლა შეიძლება მათი როლები შეიცვალა (თვითონ ეზრდებოდა ქალიშვილი 8-9 წლის ჰყავდა. ეს 15-17 წლის ამბავი გამახსენდა). ასე, რომ გაუმხილეთ, დიდი შანსია კარგი რჩევებიც მიიღოთ. ხომ გაგიგონიათ, კვიცი გვარზე ხტისო...
რუბრიკის სხვა სიახლეები
25-09-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-09-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?