ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა...
17-07-2017
ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა...
"ცემენტის დუღაბი არ სუნთქავს... მწარმოებლები ირწმუნებიან, ქაფბეტონი ეკოლოგიურიაო, მაგრამ დიდი ხანია, ევროპის მრავალ ქვეყანაში ამ მასალით საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აკრძალულია!"

ეკოლოგიურად სუფთა მასალები ძვირია, ამიტომ მშენებლები ხშირად იყენებენ იაფ, დაბალხარისხიან მასალებს მუნიციპალური მშენებლობისთვისაც კი, რადგან ჩინოსანთა აზრით, რაც ნაკლები იქნება დანახარჯი, მით უკეთესია სახელმწიფოსთვის. არადა, ისედაც დაბინძურებულ ქალაქში, გარემო პირობებთან ერთად, უხარისხო სამშენებლო მასალები და საყოფაცხოვრებო ტექნიკაც უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.

ნანა ნეფარიშვილი, ენერგოაუდიტორი:­ -
გარდა იმისა, რომ მანქანის გამონაბოლქვი­
მნიშვნელოვნად აბინძურებს გარემოს, ერთი დიდი პრობლემაც გვაქვს - თითქმის ყველა ოჯახში დამონტაჟებულია ინდივიდუალური გამათბობლის ფანჯრის ქვეშ ან აივანზე გამოტანილი მილი, რომელიც არანაკლებ წამ­ლავს გარემოს. გაზის წვის პროდუქტი კი მძიმეა - ნახშირო­რჟანგის (CO) გარდა, მას მოჰყვება კიდევ 74 დასახელების ტოქსიკური ნივთიერება. ფაქტობრივად­, ყოველი ქვედა მეზობელი ზედას
წამლავს.
ავტომანქანების მიერ გამოყოფილი წვის პროდუქტი CO ერთი მეტრის სიმაღლეზეა დაფენილი ქალაქის ცენტრალურ უბნებში. ეს უფროსებისთვის ნაკლებად საგრძნობია, ბავშვებისთვის კი ძალიან საშიში. მით უმეტეს, რომ ბავშვი მოძრავია, დახტის, ღრმად­ სუნთქავს და მეტად იწამლება. ამიტომ ცენტრალურ ქუჩებში ბავშვი აუცილებლად ხელში უნდა ავიყვანოთ.

- რითი შეიძლება საცხოვრებელ ბინებში­ გამათბობლების ჩანაცვლება?

- სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ერთი დიდი ქვაბის დადგმა შენობის სახურავზე­, რათა იქიდან მიეწოდოს სითბო და თბილი წყალი ყველა მობინადრეს. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები რახანია ასე იქცევიან. ჩვენში ახალ კორპუსებში მაინც ხომ შეიძლება ამგვარი საქვაბეების მოწყობა, მაგრამ ფრთხილობენ, მაშინ­ ცალკეული­ ოჯახის დანახარჯს როგორ დავთვლითო?!­ არადა, არსებობს თბური მრიცხველი, რომლითაც თითოეული ოჯახის მიერ დახ­არჯული ენერგია მარტივად ითვლება. გადავიხდით ტარიფით და უფრო ნაკლებსაც, ვიდრე ინდივიდუალურად დამონტაჟებული გათბობის სისტემებში ვიხდით.
სიმსივნური დაავადებების რისკზე დიდ ზეგავლენას ახდენს ასევე პენოპლასტი, რადგანაც ეს მასალა არ არის ჰაერშეღწევადი, ანუ არ სუნთქავს. ამიტომ სახლში დიდი რაოდენობით ტენი გროვდება და ვეღარ ხდება მისი გარეთ გატანა. კედელი სველდება. ამას ემატება მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა... ამგვარად, ჩვენივე ნასუნთქი­ ნახშირორჟანგი რჩება ბინაში. თბილი და თან ტენიანი გარემო სოკოს წარმოქმნისთვის საუკეთესოა. სოკოს ფორები კი გადადის სასუნთქ გზებში, მერე - სისხლში.­
სიმსივნური დაავადებები სხვა არაფერია, თუ არა სოკოვანი დაავადებების გართულება. ამიტომ, თუ კედლებზე სოკო გაჩნდება, მაშინვე უნდა მოვაშოროთ იქაურობას.

- საზღვარგარეთაც ხომ ათბუნებენ პენოპლასტით შენობებს?

- როდესაც ჩრდილოეთის ქვეყნებში­ ამ გზით ათბუნებენ შენობებს, აუცილებლად მაღალ დონეზე აწყობენ სავენტილაციო­ სისტემას, ანუ იძულებით შემოაქვთ და გააქვთ შენობიდან ჰაერი.

- ვენტილაცია ჩვენს შენობებსაც აქვს...

- ძველ შენობებსაც ჰქონდა და ახალშიც არის, თუმცა უმეტესად სავენტილაციო სისტემები არ მუშაობს. მობინადრეებმა საჰაეროების ადგილას კარადები ჩააშენეს, ან ოთახი გაადიდეს. ბოლო ხანებში ინტერნეტში შეხვდებით­ სარეკლამო ინფორმაციებს - ახალაშენ­ებულ კორპუსებში ბინები მწვანე კარკა­სით"ბარდებაო. ასეთი შენობის ასაშენებელი­ მასალებისთვის არ უნდა დაიხარჯოს გენ­ერირებული ენერგია, უნდა აშენდეს ადგილობრივად მოძიებული, ბუნებრივი სამშენებლო მასალებით. ხეც მწვანედ ითვლება,­ მაგრამ თუ ის იტალიიდან, კანადიდან ან უფრო შორიდან ჩამოიტანეს, მწვანედ აღარ ჩაითვლება, რადგან გზაში ბინძურდება...­
შენობა თუ მწვანედ იწოდება, არ უნდა აბინძურებდეს გარემოს, უნდა იყოს მაქსიმალურად ენერგოდამზოგავი. ჩვენ კი საერთოდ აცდენილი ვართ რეალობას. "ავტორებს" მივწერე, "მწვანე კარკასში" რა იგულ­ისხმება-მეთქი. მწვანე კარკასში შედის გათბობის სისტემა თავისი­ ქვაბით, ელექტროგაყვანილობითა და თეთრი კარკასითო.(?!)

- კიდევ რას მივაქციოთ ყურადღება?

- კარგია, როდესაც სიცხეში გრილ გარემოს იქმნით, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ კონდიციონერი აგრილებს მხოლოდ სათავსში არსებულ ჰაერს. 1 ადამიანს კი 1 საათში 30 კუბური მეტრი ჰაერი სჭირდება. კონდიციონერი ბინაში ერთსა და იმავე­ ჰაერს ატრიალებს და აშრობს. საბოლოოდ რჩება ნახშირორჟანგით გაჯერებული მშრალი ჰაერი და დისკომფორტის შეგრძნება, რასაც ხშირად თავის ტკივილი ან სხვა უსიამოვნო შეგრძნება მოსდევს.

კონდიციონერი ჰაერში იონებს ხოცავს.­ ქალაქგარეთ ან მთაში ჰაერის მაღალი იონიზაციაა, მსუბუქი იონების რიცხვი­ 1 კუბურ მეტრ ჰაერში 800-დან 1000-მდე აღწევს.­ ზოგიერთ კურორტზე შეიძლება რამდენიმე ათასიც იყოს. სუფთა ჰაერში მძიმე იონები არ არის, თბილისში კი ძალიან ბინძური ჰაერია. დიდ ქალაქებში 1 კუბმ ჰაერში დაახლოებით 15 იონია, თბილისში ალბათ - 5, ხოლო მძიმე იონი უხვადაა, რაც მავნეა ჯანმრთელობისათვის. მსუბუქი იონები სასარგებლოა და გამაჯანსაღებელი ზემოქმედება აქვს ადამიანის ორგანიზმზე.

სხვათა შორის, დეზიონიზებულ ჰაერში ყველაზე გამძლე მღრღნელები - ვირთხებიც იხოცებიან.
ბოლო ხანებში ბაზარზე გამოჩნდა ისეთი კონდიციონერები, რომლებსაც შიგნით აქვთ იონიზატორი და ჰაერის დამატენიანებელი. დაბინძურებულ და დეზიონიზებულ გარემოში კარგია გვედგას გლაუბერის სანათი- ეს ბუნებრივი მარილია (დეფიციტური არ არის), რომელიც, ცოტათი რომ შეთბება, იწყებს იონების გამოყოფას და ოთახში მყოფთა იმუნიტეტს ამაღლებს.
პორტლანცემენტი ერთი შეხედვით იდე­ალური სამშენებლო მასალაა, თუმცა ჯობია, ნაკლებად გამოვიყენოთ საცხოვრებელი სახლის კედლებისა და გადახურვებისთვის. გაცივებული ცემენტის დუღაბი არ სუნთქავს, არ ატარებს ატმოსფერულ ელექტროტალღებს და აძლიერებს შენ­ობის შიგნით ელექტრომაგნიტურ ტალღებს.
მწარმოებლები ირწმუნებიან, ქაფბეტონი ეკოლოგიურიაო, მაგრამ დიდი ხანია, ევროპის მრავალ ქვეყანაში ამ მასალით საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აკრძალულია, რადგან ვნებს ჯანმრთელობას.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით