როგორია თურქეთში მომხდარი ავარიისას დაშავებული ანსამბლ "ლამპრების" წევრების მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია თურქეთში მომხდარი ავარიისას დაშავებული ანსამბლ "ლამპრების" წევრების მდგომარეობა?

ავტობუსი, რომელსაც "ერისიონის" საბავშვო სტუდია "ლამპრების" წევრები გადაჰყავდა, თურქეთში, გირესუნის მახლობლად ავარიაში მოჰყვა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა. დაშავებულები რეგიონის სხვადასხვა კლინიკაში გაანაწილეს.

დაშავებულები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, მეუღლესთან ერთად თურქეთში მოინახულა.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად, ტრაპზონში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული იასინ თემისქანი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდნენ.

მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დაშავებულთა მდგომარეობას, შეხვდნენ ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დაშავებულები თავს კარგად გრძნობენ. ორი მათგანი გადაყვანილია საავადმყოფოში და ექიმთა შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათივე ინფორმაციით, იგეგმება ბავშვების საქართველოში გადმოყვანა.

"ინტერპრესნიუსი"