საბავშვო სტუდია "ლამპრების" მოცეკვავეები სამშობლოში დაბრუნდნენ - კვირის პალიტრა

საბავშვო სტუდია "ლამპრების" მოცეკვავეები სამშობლოში დაბრუნდნენ

საბავშვო სტუდია "ლამპრების" მოცეკვავეები უკვე საქართველოში არიან. მათ სარფის სასაზღვრო პუნქტი მშობლებთან, ანსამბლის ხელნძღვანელებთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად გვიან ღამით გადმოკვეთეს.

დაშავებულების მოსანახულებლად თურქეთში რეგიონის პირველი პირები იმყოფებოდნენ. როგორც ზურაბ პატარაძემ განაცხადა, დაშავებული ექვსი პირის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი თურქეთში იმყოფებიან.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.

"ინტერპრესნიუსი"