"დეზერტირების ბაზრის" ტერიტორიაზე არსებულ საწყობებში ხანძარია - კვირის პალიტრა

"დეზერტირების ბაზრის" ტერიტორიაზე არსებულ საწყობებში ხანძარია

"დეზერტირების ბაზრის" ტერიტორიაზე ხანძარია. უსაფრთხოების გამო ე.წ. დეზერტირების ბაზრის საწყობების ტერიტორია გადაიკეტა. აიკრძალა ავტომანქანების მოძრაობა. ასევე სამართალდამცავები მოქალაქეებს ტერიტორიაზე მიახლოებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. თავად მოვაჭრეეების ინფორმაციით, იწვის საწყობები, სადაც სურსათს ინახავდნენ.

ცეცხლის სავაჭრო დახლებზე გავრცელების საშიშროება, არსებული ინფორმაციით, არ არსებობს, ვინაიდან სავაჭრო სივრცე საწყობების ტერიტორიიდან საკმაოდ მოშორებულია.

მოვაჭრეების განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

"ადგილზე გასულია 8 სახანძრო მანქანა და 4 სამაშველო ჯგუფი“, - განაცხადეს უწყებაში.