რა გახდა თერჯოლაში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი? - კვირის პალიტრა

რა გახდა თერჯოლაში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი?

თერჯოლაში, კლინიკა "თერჯოლამედში" ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ანა კაპანაძე საღამოს, 22:00 საათზე საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა მცირეწლოვანი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა.

"ბავშვი ორი დღის წინ საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი გაუტყდა, თუმცა ექიმებმა ოპერაცია გუშინ საღამომდე არ გაუკეთეს. ოპერაციის შემდეგ კი ბავშვი გარდაიცვალა. როგორც გვეუბნებიან, ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. პასუხი უნდა მოეთხოვოს ანესთეზიოლოგს. მისი ბრალია ეს ყველაფერი", - აცხადებენ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები.

სამედიცინო დაწესებულებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. სამედიცინო დაწესებულების დაცვის წევრების თქმით, ექიმები ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"