"ხატიას პირადზე არ ვლაპარაკობ" - რას ამბობს ბუნიათიშვილის დედა ქალიშვილისა და ორლანდო ბლუმის ურთიერთობაზე? - კვირის პალიტრა

"ხატიას პირადზე არ ვლაპარაკობ" - რას ამბობს ბუნიათიშვილის დედა ქალიშვილისა და ორლანდო ბლუმის ურთიერთობაზე?

"პარიზის ბასტილიის დღესასწაულზე რომ მიიწვიეს, მაგრამ გაუძლო ცდუნებას და გერგიევის გამო უარი თქვა მონაწილეობაზე, ეს არ იყო საინტერესო?"

შეიძლება ითქვას, რომ ქართული ინტერნეტსივრცე "ააფეთქა" უმშვენიერესი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილისა და ჰოლივუდელი ვარსკვლავის ორლანდო ბლუმის ერთად გადაღებულმა ფოტოებმა, რომლის მიხედვითაც, წყვილს საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვს. კადრებში ჩანს, რომ ისინი ხელჩაკიდებული დადიოდნენ, ამასთანავე, ხატია პერიოდულად ეფერებოდა ბლუმს და ეხუტებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პაპარაცები შენიშნეს, წყვილმა მალევე გააჩერა ტაქსი და უცნობი მიმართულებით გაემგზავრა.

ორლანდო ბლუმი, რომელსაც სუპერ პოპულარობა "კარიბის ზღვის მეკობრეებმა" მოუტანა, დაქორწინებული იყო "ვიქტორია სექრეთის" ულამაზეს მოდელ მირანდა ქერიზე, რომელთანაც პატარა ვაჟი ჰყავს.

უკვე მოერე დღეა ქართველი ინტერნეტმომხმარებლები იკვლევენ რა ურთიერთობაა ხატიასა და ორლანდოს შორის. kvirispalitra.ge ხატიას დედას ქალბატონ ნატალია ბაღდავაძე-ბუნიათიშვილს დაუკავშირდა და გავრცელებულ ფოტოებზე გაესაუბრა:

- მესმის, თქვენი ჟურნალისტური ინტერესები, სხვანაირად არც დამისვამდით ამ შეკითხვას, მაგრამ მეც გამიგებთ ალბათ, ხატიას პირად ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ.

- მგონი, პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველისა და ჰოლივუდის მსახიობის ახლო ურთიერთობის ამსახველი ფოტოები ვრცელდება და ინტერესი ბუნებრივია...

- "გლობალ სიტისზე" რომ გამოვიდა ამდენ ვარსკვლავებთან ერთად, ეს არ იყო საინტერესო ამბავი? პარიზის ბასტილიის დღესასწაულზე რომ მიიწვიეს, მაგრამ გაუძლო ცდუნებას და გერგიევის გამო უარი თქვა მონაწილეობაზე, ეს არ იყო პირველი შემთხვევა? დიდ პატივს გცემთ, მაგრამ მეტს ვერაფერს ვიტყვი...

- ისიც დაიწერა ორლანდოს ახალ ფილმში იღებენ, რომელშიც პიანისტის როლი აქვს, ხატია ამეცადინებს და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აქვთო...

- ხატიასთან დაკავშირებული ამბები საინტერესოა, რადგან ყველგან ჩანს...

- ანუ, ხატიასა და ორლანდოს რომანი აქვთ თუ არა ამ ინფორმაციას არც ადასტურებთ და არც უარყოფთ...

- გიმეორებთ, ხატიას პირადზე არასდროს ვლაპარაკობ!

იხილეთ ფოტოგალერეა

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)