"ადამიანის კვალის პოვნას შესაძლოა თვეები და წლები დასჭირდეს" - ისლანდიაში ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველს ეძებენ - კვირის პალიტრა

"ადამიანის კვალის პოვნას შესაძლოა თვეები და წლები დასჭირდეს" - ისლანდიაში ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველს ეძებენ

ისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველს, ნიკა ბეგაძეს ეძებს. ისლანდიური მედიასაშუალება Rav-ის ინფორმაციით, ნიკა ბეგაძე ქალაქ რეიკიანესბერში ცხოვრობდა და თავშესაფრის მაძიებელი იყო. მისი მანქანა ჩანჩქერთან მდებარე პარკში იპოვეს. პოლიცია აღნიშნულ საქმეს, როგორც უბედურ შემთხვევას იძიებს. პოლიციის ცნობით, ინციდენტი 19 ივლისს მოხდა.

სამართალდამცავები მოსახლეობას სთხოვენ, ინფორმაცია მოაწოდონ თუ ვინმემ დაინახა შემთხვევის ადგილას ნიკა ბეგაძე.

პოლიციის განცხადებით, ძებნის პირობები რთულია, ვინაიდან ჩანჩქერი ძლიერი და ცივია. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, იმის ვარაუდი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გადარჩა არ არის.

"შეიძლება თვეები და წლები დასჭირდეს, რომ ჩანჩქერში ჩავარდნილი ადამიანის კვალი მოიძებნოს", - განაცხადეს პოლიციაში.