"ბიძინა კარგადაა, ქეთი მელუას კონცერტს ესწრება" - ექსპრემიერი მის ჯანმრთელობაზე ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ პირველად გამოჩნდა - კვირის პალიტრა

"ბიძინა კარგადაა, ქეთი მელუას კონცერტს ესწრება" - ექსპრემიერი მის ჯანმრთელობაზე ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ პირველად გამოჩნდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის ჯანმრთელობაზე ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ პირველად გამოჩნდა. იგი Black Sea Arena- ზე ქეთი მელუას კონცერტს დაესწრო. როგორც ირკვევა ექსპრემიერი კონცერტზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ფოტოები, სადაც ივანიშვილი Black Sea Arena-ზე გადაღებული, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერენ სტომატოლოგი თამუნა ყურაშვილი, ასევე პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი:

თამუნა ყურაშვილი: "მაინც რომ იცოდეთ, ბიძინა კარგადაა, ქეთი მელუას კონცერტს ესწრება ბლექ სი არენაზე".

ოთარ ჩრდილელი: "ქეთი მელუას კონცერტზეა, რა გეშველებათ?!"

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ინსულტი გადაიტანა და თითქოს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.

იხილეთ ასევე: "თუ არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს ქეთი მელუას ნამღერი, ძალით ხომ ვერ შევაყვარებ?!" - რას ჰყვება მეგავარსკვლავის ბაბუა?!