"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო - კვირის პალიტრა

"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო

"ბავშვთა სამყაროს" ხანძრისგან ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ჯული ელიავამ მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო.

როგორც ჯული ელიავამ განაცხადა, ბავშვთა სამყარო" გაძარცვულია. გამოძიების დასრულებისა და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მან შიმშილობა და მჯდომარე აქცია დაიწყო.

მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებში "ბავშვთა სამყაროს" ხანძრისგან დაზარალებულები მთავარი პროკურორის გადადგომისა და ეფექტური გამოძიების მოთხოვნით აქციას მართავენ.

"ინტერპრესნიუსი"