"მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ექიმები ვერაფერს ვერ ამბობენ" - თბილისის ყოფილი მერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - კვირის პალიტრა

"მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ექიმები ვერაფერს ვერ ამბობენ" - თბილისის ყოფილი მერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ყოფილი მერი, ვანო ზოდელავა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ვანო ზოდელავას მეგობარმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ნიკო ლეკიშვილმა განაცხადა, "ექიმები ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ“.

ნიკო ლეკიშვილის თქმით, ვანო ზოდელავას მძიმე დაზიანებები თავის არეში და ფილტვზე აქვს.

"მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ექიმები ვერაფერს ვერ ამბობენ - დაველოდოთო. დაზიანებები აქვს თავის არეში და ფილტვზე. სამწუხარო ავარია მოხდა. მეორე მანქანაში მსხდომებიდან ერთი დაიღუპა, არიან დამტვრეულები. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდებით შედეგებს“, - განაცხადა ნიკო ლეკიშვილმა.

ვანო ზოდელავას ორი დღის წინ, "ნიუ ჰოსპიტალში“ ტრეპანაცია ჩაუტარდა. ის აზერბაიჯანიდან საქართველოში მოემართებოდა, რა დროსაც ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი - "ოპელის“, "მერსედესისა“ და "ჰონდას“ მარკის მანქანები შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც "ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა

"ინტერპრესნიუსი"