დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

დიდ დიღომში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

"ინტერპრესნიუსი"