"ძალას მიშას საკუთარი სიმართლე ანიჭებს, ის მსოფლიო მოქალაქეა" - კვირის პალიტრა

"ძალას მიშას საკუთარი სიმართლე ანიჭებს, ის მსოფლიო მოქალაქეა"

"ვინმეს თუ ჰგონია, რომ მიშა არც ერთი ქვეყნის მოქალაქე აღარაა, ცდება!"

"პოროშენკომ გაუსწრო მსოფლიოს დიქტატორებს წაართვა რა, მოქალაქეობა სააკაშვილს და მას უკრაინაში შესვლა აუკრძალა. ცხადია, შეშინდა... ნათელია, რომ უკრაინამ მორიგი "იანუკოვიჩი" მიიღო - მხოლოდ, ინგლისურად მოლაპარაკე", - შეიძლება ითქვას, რომ დავით საყვარელიძის ამ "ფეისბუკსტატუსით" საბოლოოდ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ექსპრეზიდეტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის გარეშე დარჩა. უამრავი კომენტარი და შეფასებები კეთდება, თუ რამ გამოიწვია მომხდარი და საბოლოოდ თქვა თუ არა დასავლეთმა პოროშენკოს გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილზე უარი. დავინტერესდით რას ფიქრობენ მომხდარზე ის ცნობილი ადამიანები, ვინც დღემდე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებად რჩებიან.

დავით დეფი, პოეტი:

- ვინმეს თუ ჰგონია, რომ მიშა არც ერთი ქვეყნის მოქალაქე აღარაა, ცდება!

მიშა ისტორიის მოქალაქეა, მომავლის მოქალაქეა. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. მათ იკითხონ დღე და ღამ ტყუილსა და სიყალბეში რომ ცხოვრობენ და შვილებსაც ასე ზრდიან. ერიან-ბერიანად ყველას ვგულისხმობ - შეუმდგარები, ლუზერები, პუტინის მონები. ივანიშვილის და პოროშენკოს სამარცხვინო დუეტი კრემლის შიშითაა გამოწვეული. ძალას მიშას საკუთარი სიმართლე ანიჭებს, ის მსოფლიო მოქალაქეა, ისტორიის მოქალაქეა, მომავლის მოქალაქეა და პროგრესულ სამყაროსთან ერთად გაიმარჯვებს!

ვახტანგ კიკაბიძე, მომღერალი:

- უკრაინის მხრიდან ეს საქციელი, ქალაქურად რომ ვთქვა, არის ჩათლახობა. მაგათ დაარღვიეს კონსტიტუცია, მაგრამ მიშას ვერაფერს დააკლებენ.

მომხდარს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვითთ გამოეხმაურა, რომელშიც აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას უკრაინაში დასაბრუნებლად. (იხილეთ სრულად)

ლადო გოგოლაძე

იხილეთ ასევე: რატომ ჩამოართვეს სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა - რას აცხადებს პოროშენკოს ადმინისტრაცია?!