თვითმფრინავის ბიჭების ამბამდე ავიალაინერის გატაცება იგეგმებოდა? - ახალ ზელანდიაში გადახვეწილი ქართველის სკანდალური ინტერვიუ
თვითმფრინავის ბიჭების ამბამდე ავიალაინერის გატაცება იგეგმებოდა? - ახალ ზელანდიაში გადახვეწილი ქართველის სკანდალური ინტერვიუ
რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით ახალ­ ზელანდიაში­ ემიგრირებული ნუგზარ ჟორჟოლიანი­ გავიცანი, ჩემმა რესპონდენტმა საუბრის დასაწყისშივე "ჯინსების თაობის" ამბავი­ გაიხსენა და დასძინა, უფრო ადრე, ან იქნებ პარალელურადაც, მზადდებოდა თვითმფრინავის გატაცება, რომელშიც მე აღმოვჩნდი გარეული ბავშვური გამოუცდელობითო. გთავაზობთ ჩვენი საუბრის ჩანაწერს. შევცვალე მხოლოდ რესპონდენტის მიერ დასახელებული პირების გვარ-სახელები.

- პირველ კურსზე ვიყავი და საგამოცდოდ ერთი საგნის ჩაბარება გამიჭირდა. მამამ თავისი თანამშრომლის, ლადო გოგეშვილის ძმას, გურამს სთხოვა, ვემეც­ადინებინე. გურამი ლექტორი იყო. მეცადინეობის შემდეგ
ვსაუ­ბრობდით კომუნისტური რეჟიმის უნიათობაზე, გეგმებს­ ვსახავდით, როგორ გამოგვეღვიძებინა ქართველი ერი და ჩავგვერთო თავისუფ­ლებისათვის ბრძოლაში. 17 წლის ბიჭისთვის ეს ძალიან საინტერესო იყო. ჩემი რეპეტიტორი მეუბნებოდა, რომ ერი უნდა გვეხსნა არამხოლოდ რუსეთისგან, არამედ მეზობელი კავკასიური ერების გავლენისგანაც. ამ მიზნით მავალებდა, ხელნაკეთი ბომბი ამეფეთქებინა რუსთაველის ძეგლთან და იქვე
დამეგდო წერილი - "ეს თქვენ (ქართველებს)­ - ამა და ამ კავკასიური რესპუბლიკის წარმომადგენლებისგან". შემდეგ წარწერაზე მითითებულ რესპუბლიკაში ჩავსულიყავი, იქაც რომელიმე საზოგადო მოღვაწის ძეგლთან ამეფეთქებინა ხელნაკეთი ბომბი და დამეტოვებინა წერილი: "ეს თქვენ - ქართველი პატრიოტებისგან".

ასევე მავალებდა, ერთი ცნობილი პოეტის ფანჯრებისთვის მესროლა იარაღი. მარწმუნებდა, რომ ამგვარი ქცევით გავაღიზიანებდით ინტელიგენციას, რომ ბრძოლა დაეწყოთ თავისუფლებისთვის.

გურამი დამპირდა, რომ მალე გამაცნობდა ჩვენი იატაკქვეშა ორგანიზაციის კიდევ ერთ წევრს. მე და მას საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოზარდების გასაგონად უნდა გვესაუბრა მთავრობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების დაგეგმვაზე. ამისთვის ვაკის ხაზი შეარჩია - ძირითადად ვაკეში"ცხოვრობდნენ მთავრობის, თანამდებობის პირები და სწორედ მათი შვილების აყოლიება არის საჭიროო.

- კერძოდ თქვენ რატომ შეგარჩიათ, მას ხომ ბევრი სტუდენტი ეყოლებოდა?

- მე ძალიან ცნობილი ანსამბლის მოცეკვავე ვიყავი და საზღვარგარეთ გასვლის მეტი შანსი მქონდა. კარგად ვიცოდი ინგლ­ისური ენა. ოჯახმაც ზედმიწევნით პატრიოტად აღმზარდა და ესეც თავის სასარგებლოდ გამოიყენა. 1977 წლის 8 მარტს მშობლებს ვუთ­ხარი,­ - 8 მარტთან დაკავშირებით ინსტიტუტში კონცერტი იმართება და დამაგვიანდება­-მეთქი. სინამდვილეში ორ ბიჭთან ერთად რკინიგზის პირველი საშუალო სკოლიდან­ იარაღი მოვიპარე. გურამს მაგიდაზე რომ დავუდე, გადაირია. გამოაღო უჯრა და მთელი კოლოფი ვაზნები მომცა - სროლაში ივარჯიშე, სერიოზული დავალება უნდა მოგცეო. არანაირი დავალება არ შემისრულებია, რადგან მამამ ყველაფერი შეიტყო და იარაღიანად მილიციაში მიმიყვანა.­ დამარიგეს მეთქვა, რომ ეს ყველაფერი ამერიკული ფილმების გავლენით ჩავიდინე. სასამართლომ, რადგან არასრულწლოვნები ვიყავით, სამივეს 2-2-წლიანი პირობითი სასჯელი დაგვინიშნა. იმ 2 წლის განმავლობაში მშობლები ფეხდაფეხ დამყვებოდნენ, მაგრამ მაინც ვახერხებდი გოგეშვილთან შეხვედ­რას. 2 წლის შემდეგ მან გამაცნო გოჩა გოგელია, რომელიც ჩემზე 1 წლით უმცროსი­ იყო. ვაკეში, 55-ე სკოლის წინ მანქანაში ვსაუბრობდით. დავგეგმეთ თვითმფრინავის გატაცება. ჩემმა რეპეტიტორმა - იფიქ­რეთ, როგორ დავამყაროთ კონტაქტი დასავლეთთანო. უცებ წამოვიყვირე, - თვითმფრინავი გავიტაცოთ-მეთქი. ბრწყინვალეა, მსოფლიო ალაპარაკდებაო,"- გადაირია.

გეგმის განსახორციელებლად დოსააფში თვითმფრინავის მართვის კურსებზე­ ჩავეწერე. ყოველ პარასკევს უთენია მივდიოდი­ ბოლნისში და კვირას ვბრუნდებოდი. ვისწავლე პარაშუტით ხტომა და თეორიული­ კურსის შემდეგ დავიწყე თვითმფრინავის მართვაც. ვმართავდი სპორტულ თვითმფრინავ "იაკ 52"-ს. ერთ დღეს ბოლნისიდან­ დაბრუნებულს დედა შეშინებული დამხვდა, - მეზობელი საიდუმლოდ გამენდო, ჩემთან უშიშროების თანამშრომლები იყვნენ მოსულები და შენი შვილის შესახებ ინფორმაცია აინტერესებთო.

შევშინდი და მამას მოვუყევი ყველაფერი. მეგონა, მისაყვედურებდა, მან კი - შენ რას გერჩი, ყველაფერი ჩემი ბრალია, მხეცთან ჩემი ფეხით მიმიყვანიხარო.
ცოტა ხანში ამბავი მოიტანა - გურამ გოგეშვილი უშიშროების კომიტეტის აგენტია, აღარ გაეკაროო. საიდან გაიგე-მეთქი. შენი საქმე არააო.
რამდენიმე დღის შემდეგ გოჩამ დამირეკა­ - შენს უბანში ვარ, შემხვდიო. მკითხა, რას ფიქრობ, დაწყებულ საქმეს დაამთავრებ თუ არაო. ვიუარე. თვითმფრინავის გატაცებით უშიშროების კომიტეტის გარდა არავინაა დაინტერესებული, პატრიოტული ძალა ამას არ გააკეთებს-მეთქი. რომ შემამჩნია, პოზიციის შეცვლას არ ვაპირებდი, მკაცრად მითხრა: - ნუგზარ, შენ იცი, რა ქვეყანაშიც ცხოვრობ. ან ჩუმად უნდა იყო, ან ხვდ­ები, რაც მოგელისო! მას მერე თვალითაც არ მინახავს.

- რეპეტიტორიც აღარ შეგხვედრიათ?

- ერთხელ, და სასწრაფოდ გამეცალა.

- თქვენი მოწყობილი ტერაქტები რას მისცემდა თქვენს რეპეტიტორს, ან თუნდაც სუკ-ს­?

- თქვენ როგორ ფიქრობთ, რას მისცემდა სუკ-ს ცნობილ პოეტზე თავდასხმა - ეს დაშინებასა და ჩუმად ყოფნაზე მიანიშნებდა. ან რას მისცემდა სპეცსამსახურებს ორ კავკასიურ ერს შორის მტრობა-ზიზღის გაღვივება? სუკ-ის ყოველი გეგმა რაღაცას ემსახურებოდა.
რაც გიამბეთ, 1977-1981 წლებში ხდებ­ოდა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა სუკ-ი მაინც არ მომეშვა. ერთხელ, მოსკოვში, ლენინის სახელობის­ ბიბლიოთეკაში ქალბატონი გამეცნო. სახ­ლამდე ვერ მოვიშორე. რა გინდა, ვინ ხარ-მეთქი, გავუბრაზდი. როგორ ფიქრობ, ვინ ვარო? - კითხვა შემომიბრუნა. მოგზავნილი ხარ-მეთქი. რომელი ორგანოდან ვიქნ­ებიო, - ჩაიცინა. მილიციის პირობაზე­ ჭკვიანი ჩანხართ, მაგრამ საბჭოთა დაზვერვის ფონზე ჩერჩეტი-მეთქი. როგორ გგონია, რა გვინდა თქვენგანო, - თვალი-თვალში გამიყარა. ეგ თქვენგან მაინტერესებს-მეთქი. იმუშავე ჩვენთან, ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, ყველაფერში დაგეხმა­რებითო. ვიფიქრებ-მეთქი. კატეგორიულ უარს ასეთ რამეებზე არ ამბობენ...

21 წელია, ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდში ვცხოვრობ. აქ 1996 წელს ჩამოვ­ედი. მაშინ, როცა საქართველოში ყოველი ფეხის ნაბიჯზე სროლა ისმოდა. არჩევანი­ არ იყო, საბარგო თვითმფრინავით ჩამოვა­ღწიე. 2012 წლამდე სოცდახმარებით ვცხოვრობდი. სრულიად უსასყიდლოდ 10-11 წელი მმკურნალობდნენ, რომ მდგომარეობ­იდან გამოვსულიყავი. 9 თვე ფსიქოლოგმა­ იმუშავა ჩემთან, შემდეგ ფსიქიატრმა და ფსიქოთერაპევტმა - ადამიანს დამამსგავსეს. 2012 წელს უფლება მომცეს, სწავლა დამეწყო. უკვე 52 წლის ვიყავი, დინოზავრივით ვჩანდი სხვა სტუდენტებს შორის. დავამთავრე ჯერ საბუღალტრო კურსები, შემდეგ ბარებისა და რესტორნების აკადემია. აქ ყოველ შაბათ-კვირას გამოფენა-გაყიდვა ეწყობა ხოლმე, დაახლოებით იმგვარი,­ თბილისობაზე რომ იციან. მე ამ ღონისძიებაზე იმერული მხალეული მოვამზადე, ავუხსენი, რომ ეს ვეგეტარიანული კერძი იყო და დიდი მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით მოეწონათ ნიგვზიანი ჭარხლის ფოთოლი და ლობიო. ახლა ქართული კერძების დამზადებასა და გაყიდვას ვიწყებ.

- ახალ ზელანდიაში საქართველოზე რა იციან?

- თავიდან რუსს მეძახდნენ. მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ახალი ზელანდიის ნაკრებს შორის რაგბიში შედგა შეხვედრა, ჩვენი ქვეყანაც გაიცნეს. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმაც გააცნო ახალ ზელანდიას საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი ავიწროებს.

- დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილხართ?

- 2004 წელს ვიყავი მხოლოდ, როდ­ესაც დედა ჩამოვასვენე ზელანდიიდან. ცოლ-შვილი არ მყავს. ჩემი დაც აქ ცხოვრ­ობს ოჯახთან ერთად. მამაც გარდამეცვალა.­ ისიც საქართველოშია დაკრძალული.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (10)
Nugzar Zhorzholiani
21 აგვისტო 2017 04:44
მიზეზი იმისა თუ რატომ ვდუმდი ამდენ ხანს, ვფიქრობ გასაგებია და ჩემს კომენტარს არ საჭიროებს, ხოლო მიზეზი იმისა თუ რატომ ავლაპარაკდი ეხლა ამდენი ხნის დუმილის შემდეგ არის ერთი და მხოლოდ ერთი. მე 58 წლის ვარ და არ ვიცი რამდენ ხანს ვიცოცხლებ კიდევ. ჰოდა არ მინდა ეს საიდუმლო ისტორია წავიღო იმ ქვეყნად ისე, რომ ქართველმა ხალხმა არაფერი იცოდეს ამის შესახებ. ეს ისტორია რაც დავწერე სრული სიმართლეა. უფრო მეტიც, ის რაც ამ გაზეთში წერია, მხოლოდ პატარა ნაწილია მთელი სიმართლისა. მე რედაქციას გაცილებით მეტი მასალა გადავეცი რედაქციამ კი იგი საკმაოდ შეამოკლა, რაც ჩემთვის სავსებით გასაგებია და მისაღები. ვისაც გჯერათ ეს ისტორია ხომ კარგი, ვისაც არა და მაინც დალოცვილი ყოფილიყავით ღვთისაგან. მე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო “კვირისპალიტრის“ რედაქციას და ჟურნალისტ ქალბატონ ეკა სალაღაიას. გმადლობთ. ნუგზარ ჟორჟოლიანი, ქალაქი ოკლენდი, ახალი ზელანდია. 21 აგვისტო 2017 წელი.
ინგა
19 აგვისტო 2017 22:38
ანას საპასუხოდ--- ემიგრაცია თქვენ გაუნათლებელი და შტერი ხალხი გგონიათ?? ბატონი ნუგზარი რასაც ყველა ყველა წერტილ მძიმე მართალიაა-- პირადად ვიცნობ მაგ ინიჭიერეს ადამიანს--- ემიგრაციასთან ყველა ქვეყანაში მყოფებთან ბოდიშები კი არა და ბოდიშები მოიხადეთ ყველამ
zaza
10 აგვისტო 2017 09:58
მე მგონი ცოტა უცნაურია ეს კაცი, რბილად რომ ვთქვათ
...
10 აგვისტო 2017 07:47
მაგარი ხარ დათა...
MAR
09 აგვისტო 2017 18:38
ღმერთმა მფარველობა არ მოგაკლოს, წარმატებული გამყოფოს
Anna
09 აგვისტო 2017 17:39
Am tipma es zkaprebi saemigracios moikva albat,rom sabutebi gaeketebina da muqtad ecxovra amdeni celi ...chiri iqna,lxini aqa....ise lobios ketebas,cigni daceros jobia,kargi fantaziis unari hqonia.da mainc,carmatebebs vusurveb,ara marto mas,aramed titoeul qartvel emigrants!
სტიუარდესა
09 აგვისტო 2017 17:16
ოოო, ეშველათ რეჟისორებს და სცენარისტებს! ახლა ამ თემის გადაღეჭვას დაიწყებენ.
კოტე
09 აგვისტო 2017 16:31
დათა სალამი არაა ქართული. ისე გაგანია საბჭოეთი დელოცოს აუ რა ცხოვრება იყო. წავიდა ჰეეეეე ის ცხოვრება აღარააა!!!!
giorgi
09 აგვისტო 2017 15:53
ეს ტემა რომ სუკ-ი ამ მეთოდებით მუშაობდა და აგენტების მეშვეობით ახდებდა ,,რევოლუციურად" თუ პატრიოტულად განწყობილი ადამიანების პროვოცირებას და წაქეზებას ,,აქტური" ქმედებებისკენ ახალი არააა, ჩეკა რუსეტის პოლიტიკური პოლიციის მემკვდრე იყო - ,,ოხრანკის" რომელსაც ასეთი მეტოდების და ხერხეის გამოყენებაში ბადალი არ ჰყავდა - მატი აჰენტები ქმნიდნენ ყალბ რევოლუციურ ორგანიზაციებს, მის წევრებს აქეზებდნენ აქტიური ქმედებებისკენ და შემდებ ამა თუ იმ ქმედებების ჩადენის გამო მის წევრებს აპატიმრებდნენ და პოლიციის ჩინები ჯილდოებს იღებდნენ, ჩეკას მემკვიდრე ოგპუ, შემდეგ ნკვდ, შემდეგ სუკი იყო .. ასე რომ რაც წავიკიტხე უფრო რუსეტის იმპერიის და სსრკ-ს საიდუმლო პოლიციაზე დაწერილი წიგნების შინაარსის უნიჭო გადმოცემა უფროა... რაღაცა სიმართლის მარცვალი ჩანს დევს იმაში, რომ 1977-1981 წლების ეროვნული მოძრაობის ჩანასახების გაღვივება ხდებოდა, თუ რუსეთში 1960-იანი წლების ოტტეპელმა აქტიურად გაუხსნა გზა არაკომუსინტურად მოაზროვნეებს ამან ჩვენთან დაიგვიანა და მხოლოდ დედა ენისტვის ბრძოლამ ასე თუ ისე გამოაღვიძა ხალხი, ისე წელიც ემთხვევა, რაც შეეხება დანარჩენს არ მჯრერა რომ ასე იყო ეს ყველაფერი.. რაღაც ძალიანიქბეს თავს ეს კაცი .. თურმე კგბ-ს წარმომადგენელს როგორ ყინჩად ელაპარაკებოდა იმ დროს ჰაჰაჰა...ეს საიდან მოიტანა, ანდა კგბ-ს აგენტმა თავი გაუმჟღავნა ?კარგით რა ანდა ეს გვარები.. ასე რომ აცხადეს ამ ადამიანესბ აგენტებად, ნეტა ცოცხლები არიან? თუ არიან ჟურნალისტმა რატომ არ ნახა? იქმენ იმ ,,აგენტებ,ა" რა იციან და თქვან ისეთი მართლაც რომ საინტერესო იყოს... ვფიქრობ რომ ასეტი სტატიების რეალური ფასი და ინტერესი მხოლოდ მაშინაა როცა არა ერთი არამედ რამდენიმე მხარე საურობს, თორემ ეს კაცი ვინააა რომმის ამ ტიპის ბჟუტურს დავუჯეროთ? არავინ.. სადღაც მცხოვრები ასაკში შესული განდიდების მანიის მქონე ნახევრად შეშლილი თუ სიმართლის მთმელი??? მოკლედ ჩემი აზრით აუცილებელია აგენტებად დასახელებული პირების თთუ სახელებიც და გვარებიც იცით მონახვა და თუ ასეთები არ არიან მაშინ... ეს კაცი ტყუის.. რატომ? აი ეს კIთხვა კი უკვე ოასუხგასაცემი ნამდვოლად იქნება D:)
დათა
09 აგვისტო 2017 12:21
დედამიწის ყველა იმ წერტილს ვენაცვალე, სადაც მზე ქართული სალამით ამოდის.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
21-10-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები