"ფანჯრიდან იყურებოდა, რა დროსაც გადავარდა" - კორპუსის მე-5 სართულიდან 3 წლის გოგონა გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა - კვირის პალიტრა

"ფანჯრიდან იყურებოდა, რა დროსაც გადავარდა" - კორპუსის მე-5 სართულიდან 3 წლის გოგონა გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 3 წლის გოგონა გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი ფანჯრიდან იყურებოდა, რა დროსაც გადავარდა.

გოგონა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმების თქმით, ბავშვს სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"