მობილიზებული 30 სახანძრო და 150 მეხანძრე-მაშველი - ძლიერი ხანძარი კახეთის გზატკეცილზე - კვირის პალიტრა

მობილიზებული 30 სახანძრო და 150 მეხანძრე-მაშველი - ძლიერი ხანძარი კახეთის გზატკეცილზე

ცოტა ხნის წინ ძლიერი ხანძარი იყო კახეთის გზატკეცილზე. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საწყობებს გაუჩნდა. ერთ-ერთი ცნობით კი, ცეცხლი სტამბა "შარავანდს" გაუჩნდა.

თუმცა, როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა განუცხადა, ცეცხლი ძირითადად გაჩენილი იყო შენობის გარეთ და საწყობებამდე არ მიუღწევია. ადგილზე 30 ერთეული სახანძრო სამაშველო ტექნიკა და 150 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ამ დროისთვის კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა ხანძარსაწინააღმედგო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"