"ამაზე პასუხისმგებლობების დროც მოვა... სხვა ანგელოზების დასაცავად" - რას წერენ ანაკლიაში გარდაცვლილ გოგონაზე?! - კვირის პალიტრა

"ამაზე პასუხისმგებლობების დროც მოვა... სხვა ანგელოზების დასაცავად" - რას წერენ ანაკლიაში გარდაცვლილ გოგონაზე?!

4 აგვისტოს გამთენიისას, ანაკლიაში ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა მისი ვინაობა - 22 წლის ნათია თავართქილაძე მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ს ესწრებოდა, რა დროსაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. არსებული ინფორმაციით, ექიმები მის გადარჩენას თითქმის 8 საათი ცდილობდნენ, თუმცა გოგონა დაიღუპა.

22 წლის ნათია თავართქილაძე ფესტივალზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გოგონა "თი ბი სი ბანკის" თანამშრომელი იყო.

გარდაცვლილის შესახებ ფეისბუქზე წერს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე.:

"ეს ლამაზი გოგო, ანგელოზი ბავშვი უთბილესი... ჯერ ველოდები ზუსტი მიზეზები მაინტერესებს. განცხადებების და ამაზე პასუხისმგებლობების დროც მოვა ასეთი სხვა ანგელოზების დასაცავად" - წერს ნინა კობახიძე. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელია.

გაგრძელება

წაიკითხეთ ასევე: წუხელ ზუგდიდის საავადმყოფოში GEM Fest-ის მონაწილე კიდევ ექვსი ახალგაზრდა შეიყვანეს