ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია - კვირის პალიტრა

ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

მთაწმინდაზე, ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.

ჯერჯერობით უცნობია რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, თუმცა, როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი, სავარაუდოდ, დიდ ფართობს მოიცავს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ამ წუთებში მიემართებიან.