თბილისში ავარიის შედეგად დაშავებული მოტოციკლეტისტი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

თბილისში ავარიის შედეგად დაშავებული მოტოციკლეტისტი გარდაიცვალა

რამდენიმე საათის წინ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს მინივენი და მოტოციკლი შეეჯახნენ, შედეგად მძიმედ დაშავადა მოტოციკეტისტი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"შემოსვლისას გული, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო. ჩაუტარდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა", - განუცხადეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში "ინტერპრესნიუსს".