"ადამი: ევა, ძვირფასო, არ დამიმალო, ვინ არის ჯეჯელავა?!" - როგორ ხუმრობენ ინტერნეტსივრცეში განათლების მინისტრის ინიციატივაზე? - კვირის პალიტრა

"ადამი: ევა, ძვირფასო, არ დამიმალო, ვინ არის ჯეჯელავა?!" - როგორ ხუმრობენ ინტერნეტსივრცეში განათლების მინისტრის ინიციატივაზე?

როგორც ახლახან გახდა ცნობილი განათლების სამინისტრო სკოლებში "ვაშლის დარიგების" კამპანიას იწყებს, რომელიც  როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გვახარა, შემოდგომიდან, თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა (!?).

კამპანიის ფარგლებში ვაშლები კვირაში ერთხელ დარიგდება.

"რთული და ძვირი პროექტია. მეორე მხრივ, ამ საკითხში რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. ამ პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ვაშლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ამის პარალელურად, სამინისტრო აპირებს კამპანიის წარმოებას, რათა მშობლებმა შვილებს სკოლაში ვაშლი გაატანონ.

თითო ბავშვი კვირაში ერთ ვაშლს მიიღებს. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 40 000-60 000 იქნება.

ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივას ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელებში ბევრს ხუმრობენ განათლების მინისტრის ინიციატივაზე:

"ბევრი თუ ჭამე ვაშლი, ტვინიდან ვერაფერს წაშლი"

"გორის სკოლების მოსწავლეებმა თქვეს, ჩვენ იქნებ მსხალიო"

"- ციცო მასწ, მანონი მასწავლებელმა გამომგზავნა ცარცი და ერთი ვაშლი ხო არა აქვსო..."

"ნეტა, ვაშლს გორის სკოლებშიც დაარიგებენ!?"

"ვინც ენას გამოყოფს და ვაშლი შეჭმული არ ექნება, ის არ დაიშვება გაკვეთილზე"

"და თუ ჩემს შვილს ბანანი ან ფორთოხალი უყვარს, მაინც ვაშლი უნდა აჭამონ?"

"- ჭამე ვაშლი რომელიც სახელმწიფომ მოგცა შუადღეზე?

- დედას გეფიცები ვჭამე, მასწ.

- ვის ატყუებ, დაგინახე ფეხბურთს თამაშობდით ვაშლით. გააღე აბა პირი..."

"და ვინ გადაწყვიტავს რომელ ბავშვ შეხვდება ჭიანი და რომელს საღი ვაშლი"

"ვაშლს შეაგროვებენ კლასში და უახლოეს მაღაზიაში ჩააბარებენ"

"ვაშლი კვირაში ერთხელ დაურიგდებათო და სხვა დღეებში არ უნდათ ვაშლი ვაშლის მოყვარულ ბავშვებს?"

"ადამი ევას: ძვირფასო, არ დამიმალო, ვინ არის ჯეჯელავა?!"

"ცნობისთვის: ნიუტონს ის ვაშლი ჯეჯელავამ ესროლა".

"მიჩურინის რომ გვეგონა, ჯეჯელავასი ყოფილა"

"ევას, ნიუტონოს, მიჩურინისა და სტივ ჯობსის ვაშლებს მიემატა ჯეჯელავას ვაშლი... უი, ერიდას განხეთქილების ვაშლი გამომრჩა..."

ფოტო ლევან ქემოკლიძის "ფეისბუკიდან"