"მოულოდნელად გახდა ცუდად... ძალიან მძიმედ არის" - ჯანსუღ ჩარკვიანი რეანიმაციაშია მოთავსებული - კვირის პალიტრა

"მოულოდნელად გახდა ცუდად... ძალიან მძიმედ არის" - ჯანსუღ ჩარკვიანი რეანიმაციაშია მოთავსებული

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. როგორც AMBEBI.GE-ს მისმა ქალიშვილმა, თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

- მამა კლინიკაში 9 დღის წინ მოვათავსეთ და ის ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია. მოულოდნელად გახდა ცუდად და ინსულტით მოათავსეს საავადმყოფოში. ძალიან მძიმედ არის.

- მოულოდნელად გახდა ცუდად?

- სულ ვაკონტროლებდით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. არ ვამბობ, რომ ეს არ მოხდებოდა, მაგრამ კიდევ ერთი ვაჟკაცი ქართველი მოკლეს. ერთ-ერთ გადაცემაში მამას ჰკითხეს, იყო თუ არა რუსეთი ოკუპანტი, რაზეც მან უპასუხა რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ოკუპაცია მას 2008 წელს არ დაუწყია. განაგრძეთ კითხვა